მთავარი / სიახლეები (გვერდი 149)

სიახლეები

“იუვენტუსის” განაცხადი ჩემპიონთა ლიგაზე ცნობილია

ტურინის „იუვენტუსმა“ უეფაში ჩემპიონთა ლიგის საპლეი-ოფო რაუნდის განაცხადი წარადგინა. ჯგუფურ ეტაპთან შედარებით განაცხადში ცვლილებებია. სიაში ცხადია აღარ არიან დეიან კულუშევსკი, აარონ რემზი და როდრიგო ბენტანკური, მათი ადგილი დუშან ვლაჰოვიჩმა, ლუკა პელეგრინიმ და დენის ზაკარიამ შეავსეს. აღსანიშნავია, რომ უეფას განაცხადში მაქსიმუმ 3 ცვლილების შეტანა იყო დასაშვები. განაცხადში ისევ არის ფედერიკო კიეზა, …

სრულად წაკითხვა »

ზაკარია: “მამაჩემი “იუვეს” ფანი იყო და აქ თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი”

ტურინის „იუვენტუსმა“ შვეიცარიელი ახალწვეული დენის ზაკარია მედიის წინაშე წარადგინა. 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ყოველთვის ოცნებობდა „იუვეში“ თამაშზე და ეს მის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. „იუვე“ არის ერთ-ერთი კლუბი, რომელშიც თამაშზე ყოველთვის ვოცნებობდი. გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი კარიერის გაგრძელებისთვის სწორი გზა იქნებოდა. ველოდი, რომ „გლადბახს“ დავტოვებდი, მაგრამ არა ახლავე, მაგრამ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ძანიოლოს ტრანსფერისთვის ემზადება და “რომას” მაკკენისაც დაუთმობს

იტალიური მედია ტურინის „იუვენტუსს“ ნიკოლო ძანიოლოს ბოლო ორი დღეა აქტიურად უკავშირებს. „რომას“ სპორტულმა დირექტორმა ტიაგო პინტომ მზადყოფნა უკვე გამოთქვა 22 წლის ფეხბურთელის გასაყიდად და „იუვე“ ტრანსფერის ფორმულას ამუშავებს. ძანიოლოს საფასური დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება, მაგრამ ტურინელები მზად არიან გარიგებაში მოიზე კინი ან ვესტონ მაკკენი ჩართონ. უფრო მეტად ეს უკანასკნელი, …

სრულად წაკითხვა »

“ფიორენტინას” პრეზიდენტი: “ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან”

ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ დუშან ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან და ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ მანამდეც შეთანხმებული იყო. „ვლაჰოვიჩმა ბოლო შეხვედრისას გამარჯობას არ მითხრა. ეს ჩემთვის და ვინც „ფიორენტინაში“ მუშაობს ძალიან რთული იყო. ნოემბერში გვინდოდა მასთან კონტრაქტის განახლება, მაგრამ მისი აგენტები მატუარები არიან. ველოდებოდი პასუხს, მეორე დღეს დავნიშნეთ შეხვედრა და …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” ზაფხულში ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებას აპირებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ „იუვენტუსი“ უკვე მომავალზე და ზაფხულის გეგმებზე ფიქრობს. რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული გრანდი სერიოზულად აკვირდება „რომას“ ფეხბურთელის ნიკოლო ძანიოლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებით. „ჯალოროსის“ სპორტულმა დირექტორმა გუშინ თქვა, რომ მას და არც არავის შეუძლია გარანტიის გაცემა, რომ ძანიოლო მომდევნო სეზონსაც „რომაში“ გაატარებს. აგრესტის ცნობით კი, „იუვენტუსი“ იტალიელი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ვარჯიში [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსი“ ორდღიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და ვარჯიშები განახლდა. „ბებერი ქალბატონის“ რიგებში პირველად ივარჯიშა შვეიცარიელმა ნახევარმცველმა დენის ზაკარიამ. საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ფედერიკო ბერნარდესკის, ლეონარდო ბონუჩის, ლუკა პელეგრინის და ალვარო მორატას. მათ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ და დაისვენეს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 6 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ვერონასთან“ გამართავს.

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “მინდა “იუვესთან” ერთად გავიმარჯვო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსმა“ მედიის წინაშე სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი წარადგინა. როგორც 22 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, მისთვის „იუვეში“ გადასვლა ძალიან მარტივი არჩევანი იყო. „აღფრთოვანებული და ამაყი ვარ, რომ ისეთ დიდებულ კლუბთან გავაფორმე კონტრაქტი, როგორიც „იუვეა“. მზად ვარ, მაქსიმუმი გავაკეთო. მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ მომიყვანა. „იუვე“ ადვილი არჩევანი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: აარონ რემზიმ “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი აარონ რემზი „გლაზგო რეინჯერსში“ გადავიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 31 წლის უელსელი ფეხბურთელი შოტლანდიურ გრანდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. რემზის „იუვესთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ, 2023-წლამდე აკავშირებს, მაგრამ ზაფხულში მისი დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია და „რეინჯერსი“ თუ არ გამოისყიდის, სხვა კლუბში მოუწევს წასვლა. აარონ რემზი „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობდა …

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ლამაზი წლებისთვის”

ტურინის „იუვენტუსს“ როდრიგო ბენტანკური ემოციური წერილით დაემშვიდობა. როგორც მან ინსტაგრამში დაწერა, ყოველთვის მადლიერი იქნება ამ კლუბის და ფანებსაც მადლობა გადაუხადა. „ამ კლუბმა საშუალება მომცა ძალიან პატარა ასაკში ევროპაში ჩავსულიყავი, მეთამაშა ისეთ მნიშვნელოვან ჩემპიონატში, როგორიც იტალიაა, მაგრამ პირველ რიგში ჩამეცვა ისტორიული და პრესტიჟული მაისური. ეს ჩემთვის პატივი იყო და ყოველთვის მადლიერი …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდროს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ალექს სანდრო კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გაავრცელა. საქმე ისაა, რომ ალექს სანდრო სანაკრებო შეკრებაზეა და ბრაზილიაში იმყოფება, ამდენად „იუვეს“ სხვა ფებხურთელებთან ბოლო დღეებში კონტაქტი არ ჰქონია. სამხრეთამერიკელი გამოჯანმრთელებამდე კარანტინში დარჩება. ალექს სანდროს „ვერონასთან“ 6 თებერვალს გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევს, შემდეგ კი სავარაუდოდ გუნდს დაუბრუნდება.

სრულად წაკითხვა »