მთავარი / სიახლეები (გვერდი 145)

სიახლეები

დანილო: “იუვეში” ბედნიერება ვიპოვე”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ასეთი ბედნიერი არცერთ გუნდში არ ყოფილა, სადაც აქამდე უთამაშია. „ბოლომდე ვიბრძოდით, ყველანაირად ვცდილობდით მოგებას, მაგრამ უშუალო კონკურენტთან ფრე, სტუმრად, დასაშვები და ნორმალურია. უნდა მოვუმატოთ, ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, ყოველთვის ახლოს ვიყავით მათ კართან და ვერ გავიტანეთ. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ძალიან კარგად ვითამაშეთ და რომ წაგვეგო, სამწუხარო იქნებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და რომ წაეგოთ, ძალიან სამწუხარო იქნებოდა. „სამწუხარო იქნებოდა ასეთი კარგი თამაში რომ წაგვეგო. რეალიზაციის ფაზაში ბევრი შეცდომა დავუშვით, ბოლო პასები არაზუსტი იყო. ბოლოს კი კაპიტულაციის საფრთხის წინაშე ვიყავით. მეორე …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დანილომ გადაარჩინა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 25-ე ტურში მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ატალანტას“ ესტუმრა და ამ მატჩის წაგების უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, ჯერ დუშან ვლაჰოვიჩს და მერე პაულო დიბალას ცოტა დააკლდათ გოლის გასატანად. თუმცა, შემდეგ „ატალანტაც“ კარგად ათამაშდა და თამაში გათანაბრდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი უგოლოდ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ატალანტასთან” მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ არა გადამწყვეტი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი მატჩია, თუმცა არა გადამწყვეტი. „მეოთხე ადგილისთვის უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით, ეს მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი. რთული შეხვედრა იქნება, რადგან „ატალანტამ“ ბოლო წლებში აჩვენა, რომ ოთხეულის გუნდია. ფიზიკურად ძლიერი გუნდია, იტალიის თასიდან გავარდნის …

სრულად წაკითხვა »

ვიერი: “იუვეს” შეუძლია სერია A-ში სეზონის ბოლომდე ყველა თამაში მოიგოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ დუშან ვლაჰოვიჩი შეაქო და განაცხადა, რომ ანდრეა ანიელიმ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მისი შეძენით. ბობო ფიქრობს, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველა დარჩენილი მატჩის მოგება შეუძლია. „ვლაჰოვიჩი ძლიერია, მან იცის თამაში, მარტოც თამაში. „იუვენტუსთან“ ერთად ის მხოლოდ მოუმატებს და გუნდიც ხარისხობრივად მასთან ერთად ნახტომს …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “არ ვიცი “იუვენტუსში” რატომ ვერ ვითამაშე, პრემიერლიგაში სხვა სპორტია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სულ სხვა ფეხბურთია, ვიდრე იტალიაში – გაცილებით, სწრაფი და ინტენსიური. „გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რატომ ვერ ვითამაშე „იუვენტუსში“. ფეხბურთში ხანდახან ასე ხდება, ცოტა სათამაშო დრო მქონდა და ვერ ვაკეთებდი იმას, რაც შემიძლია. ცხოვრება გრძელდება, იქ ბევრი კარგი მოგონება მაქვს. განსაკუთრებით, …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „სასუოლო“ 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. 7 – „იუვენტუსი“ იტალიის თასის ნახევარფინალში ბოლო 8 სეზონში მეშვიდედ გავიდა. 22 – „იუვენტუსმა“ 2022 წელს იტალიის თასზე 47 საგოლე მომენტი შექმნა, რაც საუკეთესო შედეგია (10-ით მეტი, ვიდრე მეორე გუნდის მაჩვენებელია). …

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო: “ალეგრიმ ყოველთვის შემტევი სამეულით უნდა ითამაშოს”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ლეგენდარულმა ალესანდრო დელ პიერომ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მასიმილიანო ალეგრიმ შეტევაში დუშან ვლაჰოვიჩი, პაულო დიბალა და ალვარო მორატა მუდმივად უნდა ათამაშოს. „დიბალა ამ სქემაში უკეთ თამაშობს, გავიხსენოთ, როგორ თამაშობდა ის მანჯუკიჩთან, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. მორატა არის ფეხბურთელი, რომელიც არასდროს ნებდება, ბევრს დარბის და სწრაფია. მას …

სრულად წაკითხვა »

პერინი: “პირველი ტაიმი ჩვენთვის გაკვეთილი იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ მატია პერინმა „სასუოლოსთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა კარის დარაჯმა აღნიშნა, პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომები მათთვის გაკვეთილი იქნება. „შეიძლება სწრაფმა გოლმა ცოტათი მოგვადუნა, მაგრამ ვიცით, რომ ამის საშუალება არ გვაქვს, ჩვენთვის ესეც გაკვეთილი იქნება. თუმცა, ამ ყველაფერმა გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ვიცოდით, რომ რთული …

სრულად წაკითხვა »

ნედვედი: “ტრანსფერები? ეს კლუბის ხელმძღვანელობის ნათელი მესიჯია”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა და სატრანსფერო კამპანია შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ეს ნათელი მესიჯი იყო. „ჩვენი ამბიციები არ იცვლება, კლუბის ხელმძღვანელობამ ნათელი მინიშნება გააკეთა. თითქმის ვასრულებთ ჩვენს მიზნებს: იტალიის თასზე ვთამაშობთ და ჩემპიონთა ლიგაზეც, მხოლოდ სერია A-ში ჩამოვრჩებით ლიდერებს. ბევრ ფეხბურთელს ეწურება …

სრულად წაკითხვა »