მთავარი / სიახლეები (გვერდი 142)

სიახლეები

ვლაჰოვიჩის უსწრაფესი გოლი “იუვენტუსს” არ ეყო

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ვილიარეალთან“ სტუმრად ფრედ 1:1 ითამაშა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დიდი დანაკლისით ითამაშა და მწვრთნელმა 3-5-2 სქემა აირჩია. „ბებერი ქალბატონი“ პირველივე წუთზე დაწინაურდა. დანილოს ბრწყინვალე პასის მერე დუშან ვლაჰოვიჩმა კიდევ უფრო დიდებულად ითამაშა და ანგარიში გახსნა. მან ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო მატჩში 32-ე წამზე გაიტანა! ის გახდა „იუვეს“ …

სრულად წაკითხვა »

“ბარსას” ყოფილი დირექტორი: “ლოკატელის და ვლაჰოვიჩის დამატებასთან ახლოს ვიყავით”

„ბარსელონას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა რამონ პლანესმა განაცხადა, რომ კატალონურ კლუბს დუშან ვლაჰოვიჩის და მანუელ ლოკატელის ტრანსფერები სურდა და მიზანთან ახლოსაც იყო, მაგრამ საბოლოოდ, გარიგება ჩაიშალა. მან ისიც თქვა, რომ ლოკატელიმ „იუვენტუსზე“ არჩევანი თვითონ გააკეთა, თორემ ყველაფერ შეთანხმებული იყო „ბარსაში“ ტრანსფერზე. „ჩვენ ვიფიქრეთ ლოკატელის და ვლაჰოვიჩის შეძენა. ვლაჰოვიჩი, რომელიც ძალიან ძლიერია, …

სრულად წაკითხვა »

ალესიო ტაკინარდი “იუვეზე”, “ვილიარეალზე”, რონალდოსთან ერთად გაძევებაზე…

ალესიო ტაკინარდი იმ იშვიათთაგანი მოთამაშეა, რომელსაც „იუვენტუსშიც“ უთამაშია და „ვილიარეალშიც“. ამიტომაც, იტალიურმა მედიამ მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. 46 წლის ალესიომ ვრცლად ისაუბრა მოახლოებულ შეხვედრაზე და წარსულიდან საინტერესო დეტალებიც გაიხსენა. „ფეხბურთმა ოთხი ჭრილობა დამიტოვა: სამი ფინალი, რომელიც „იუვესთან“ ერთად წავაგე და „ვილიარეალთან“ საპასუხო ნახევარფინალი „არსენალთან“, რომელიც „ელ მადრიგალზე“ არ მითამაშია, როდესაც …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ჩემი კერპი დელ პიერო იყო, არასდროს მიფიქრია, რომ მცველი ვიქნებოდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ ესპანურ გამოცემა El Pais-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. „ძალიან რთული ორი თამაში იქნება. „ვილიარეალმა“ იცის, როგორ ითამაშოს და გამოცდილია. ვლაჰოვიჩის სახით საჯარიმოში ამოსავალი წერტილი გვყავს, რომელსაც ბურთი უნდა მივაწოდოთ, როცა მეტოქე დაცვაში იკეტება. რონალდუ-ვლაჰოვიჩი? კრიშტიანუთი ყველა თამაში 1:0-ით იწყებოდა, მან …

სრულად წაკითხვა »

ემერი: “იუვენტუსი” ტურნირის ფავორიტია, მაგრამ თავიდანვე წაგებულები არ ვართ”

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ მისი გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „იუვე“ თავისი ისტორიიდან გამომდინარე პატივისცემას იმსახურებს. იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. კიელინი იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ამოსავალი წერტილია, ის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ვილიარეალთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში სტუმრად „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ალექს სანდრო, პელეგრინი, ბონუჩი ნახევარმცველები: არტური, მაკკენი, რაბიო, ლოკატელი, ზაკარია თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, კინი, სულე შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყოველთვის “იუვეში” დავრჩები”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა ფორვარდმა აღნიშნა, ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია, რომელიც ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს. „კარგად ვართ, ბოლო თვეში ცვლილებები მოხდა, უფრო პოზიტიურები ვართ. „ტორინოსთან“ მატჩში ჩვენთვის სეზონში ყველაზე რთული იყო, მაგრამ ვიზრდებით, ახლა ყველაფერი უნდა გავიღოთ ჩემპიონთა ლიგაზე. ვლაჰოვიჩმა და ზაკარიამ გუნდში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ვილიარეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს და რთულ თამაშს ელოდება. „ამ მერვედფინალს ფავორიტი არ ჰყავს, შანსი 50-50-ზეა. მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ისევე, როგორც ჩვენ. გამოცდილი გუნდია და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც მეტოქეს არანაირ უპირატესობას არ აძლევს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ბონუჩი და პელეგრინი დაუბრუნდნენ

ტურინის „იუვენტუსს“ მცველები, ლეონარდო ბონუჩი და ლუკა პელეგრინი დაუბრუდნენ. ორივე ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა და „ვილიარეალთან“ მატჩისთვის ემზადებიან. ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ძირითად შემადგენლობაში ბონუჩი, რადგან შესაძლოა ბოლომდე მზად არ არის. პელეგრინის კი მარცხენა ფლანგზე ალექს სანდრო და მატია დე შილიო ჰყავს კონკურენტებად. ნებისმიერ შემთხვევაში ორი მცველის დაბრუნება …

სრულად წაკითხვა »

დიბალა და რუგანი 10 დღე ვერ ითამაშებენ

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს, რომელსაც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, პრობლემებით ხვდება. ტურინულ გუნდს პაულო დიბალა და დანიელე რუგანი გამოაკლდნენ. ორივე ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აღენიშნება და როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, მათ უქმობა 10-10 დღით მოუწევთ. დიბალამ ტრავმა „ტორინოსთან“ მატჩში მიიღო, ხოლო რუგანი ამავე შეხვედრის დაწყებამდე, მოთელვისას, არადა, მას ძირითად …

სრულად წაკითხვა »