მთავარი / სიახლეები (გვერდი 129)

სიახლეები

რა შეიცვალა ნოემბერში მიღწეული შეთანხმების შემდეგ და რატომ ტოვებს დიბალა “იუვეს”?

ტურინში პაულო დიბალას აგენტების, ხორხე ანტუნისა და კარლოს ნოველისა და „იუვენტუსის“ წარმომადგენლებს შორის, რომელთა შორის ანდრეა ანიელიც იყო, ორწლიანი შეხვედრა გაიმართა. განიხილეს კონტრაქტის განახლება, რაზეც მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და არგენტინელი ფეხბურთელი კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ეს უკვე გასაგებია, მაგრამ როგორ მივიდნენ მხარეები ამ გადაწყვეტილებამდე, მაშინ, როდესაც …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი და “იუვე” ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

პაულო დიბალას გარდა, „იუვენტუსს“ ზაფხულში ფედერიკო ბერნარდესკიც დატოვებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა იტალიელ ნახევარმცველს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანახმდება. ბერნადერსკის ხელშეკრულება 30 ივნისს იწურება და ის ხელფასის სახით ისევ 4.5 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც ახლა გამოიმუშავებს, მაგრამ კლუბი მხოლოდ 3 მილიონ ევროზე ნაკლებს სთავაზობს. ამიტომაც, მოსალოდნელია, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი …

სრულად წაკითხვა »

შეთანხმება არ შედგა: დიბალა “იუვეს” ზაფხულში დატოვებს

პაულო დიბალა სეზონის ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ დატოვებს. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს. იტალიელი ჟურნალისტი წერს, რომ დღეს კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. ამრიგად, კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს იწურება, არ განახლდება. დიბალა ზაფხულში „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. არგენტინელი სეზონში 10 მილიონ ევროს ითხოვდა, კლუბი მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “როგორც იუვენტინოსთვის, ეს ენით აღუწერელი ემოციაა”

ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიის ფეხბურთელ ფაბიო მირეტის სერია A-ში დებიუტი ჰქონდა. 18 წლის ფეხბურთელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და ის მინდორზე „სალერნიტანასთან“ თამაშის მიწურულს გამოჩნდა. მას მთავარ გუნდში დებიუტი „მალიოსთან“ ჰქონდა, ამჯერად კი იტალიის ჩემპიონატში მიეცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა და კომენტარი გააკეთა. „სერია A-ში ჩემი დებიუტი, ჩვენს სტადიონზე შედგა, რაც ჩემთვის, როგორც …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ფანებს უბრალოდ ბოდიში უნდა მოვუხადოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს და ის გააკეთოს, რასაც მწვრთნელი დაავალებს. „როგორც წინა დღეებში ვთქვი, უბრალოდ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ფანებს და ვიმუშავოთ. დღესაც ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, დაღლილობის ფაქტორი არსებობს. ახლა ვცდილობთ აღვიდგინოთ ის ელემენტები, რომლებიც შემდეგი …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო: “გამარჯვება და ნაკრებში გამოძახება ჩემთვის ორმაგი სიხარულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატია დე შილიომ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დე შილიო რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში ტრავმირებული ჯოვანი დი ლორენცოს ნაცვლად გამოიძახა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია. „გასახდელში შევედი და ნაკრებში გამოძახების შესახებ მითხრეს. დღევანდელი სუპერმნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ეს კიდევ ერთი გასახარი ამბავია ჩემთვის. „ლიონში“ თამაში …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “არ ვიცი, დიბალა დარჩება თუ არა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მთავარი სამი ქულის მოპოვება იყო. „მატჩი კარგად დავიწყეთ, შეიძლებოდა, ცუდად დაგვეწყო ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ, მაგრამ ეს თავიდან ავირიდეთ. არავინ ელოდა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნას, იმედგაცრუება ისევ ჩვენთანაა. მეორე ტაიმში შეგვეძლო მესამე გოლის გატანა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სალერნიტანა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში „სალერნიტანა“ პაულო დიბალასა და დუშან ვლაჰოვიჩის გოლებით 2:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – პირველ ტაიმში „იუვემ“ მას დასვენების საშუალება მისცა, მეორე ტაიმში ის გუნდს დასჭირდა და ყოველთვის კარგი პასუხი გასცა. დე შილიო 6.5 – შესანიშნავი ჩაწოდება ვლაჰოვიჩზე, კარგად ითამაშა. დე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ინტერთან” ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა და „სალერნიტანას“ უმასპინძლა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჩემპიონატის აუტსაიდერს იოლად მოუგო, მაგრამ როგორც „ვილიარეალთან“, ამ შეხვედრაშიც ტურინული გუნდი მხოლოდ პირველ ტაიმში იყო კარგი, მეორე ნახევარში ბევრი პრობლემა შეექმნა. „იუვე“ მეხუთე წუთზე პაულო დიბალამ დააწინაურა, რომელსაც საგოლე პასი დუშან ვლაჰოვიჩმა გაუკეთა. 29-ე წუთზე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სალერნიტანასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 30-ე ტურში „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის განაცხადში ამ მატჩისთვის ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კიელინი, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, პელეგრინი, რუგანი ნახევარმცველები: არტური, ბერნარდესკი, რაბიო, მირეტი თავდამსხმელები: ვლაჰოვიჩი, მორატა, დიბალა, კინი, სულე შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით …

სრულად წაკითხვა »