მთავარი / სიახლეები (გვერდი 128)

სიახლეები

კონტე: “იუვეში” წარმატების მიღწევაში დელ პიერო, ბუფონი და პირლო დამეხმარნენ”

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიის მწვრთნელთა დიდების დარბაზში შეიყვანეს. არიგო საკის, ჯოვანი ტრაპატონის, მარჩელო ლიპისა და რობერტო მანჩინის შემდეგ ის მეხუთე მწვრთნელია, რომელსაც ასეთი პატივი ხვდა წილად. კონტემ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მადლობა გადაუხადა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას დაფასებისთვის და ანდრეა პირლოსა და „იუვეზეც“ გააკეთა კომენტარი: „პირლო ერთ-ერთი იმ …

სრულად წაკითხვა »

ბერგომი: “დიბალა ჩემთვის “იუვეა”, სხვა იტალიურ გუნდში ძნელად წარმომიდგენია”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, არგენტინელი მისთვის „იუვესთან“ ასოცირდება და სხვა იტალიურ გუნდში მისი თამაში ძნელად წარმოუდგენია. „ინტერში“ დიბალას ფუნქციონალურად ვერ ვხედავ. მისი პოზიცია მეორე თავდამსხმელია, მაგრამ სჭირდება განსხვავებული სტილის მეწყვილე, ვიდრე ჯეკოა. „ინტერი“ ფლანგებიდან უტევს, რაც დიბალას სტილში არ ჯდება. რა თქმა …

სრულად წაკითხვა »

დი ლივიო: “დიბალას გაშვება მხოლოდ ფულს არ უკავშირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ანჯელო დი ლივიომ პაულო დიბალასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არგენტინელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაწყვეტა მხოლოდ ეკონომიკურ საკითხს არ უკავშირდება და ალბათ უფრო დიდი გავლენა ტრავმებმა იქონია. „ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა გავიგო საიდან გაჩნდა ხელმძღვანელობის ეჭვები. ვფიქრობ, ეს არ არის წმინდა ეკონომიკური საკითხი, ვერ …

სრულად წაკითხვა »

მატუიდი: “გაკვირვებული ვარ, დიბალას შეცვლა რთული იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ბლეზ მატუიდიმ Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის ყოფილ კლუბზე ისაუბრა. გარდა ამისა, ფრანგი ნახევარმცველი პაულო დიბალას გუნდიდან გაშვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „იუვეს“ გადაწყვეტილებით გაკვირვებულია, რადგან დიბალას შეცვლა ძნელი იქნება. „იუვეში“ სამი მშვენიერი წელი გავატარე, ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს სამივე ჩემპიონობაზე, ჩემს თანაგუნდელებზე, გულშემატკივრებზე. გამიმართლა, …

სრულად წაკითხვა »

ფრატეზი: “მარკიზიო ჩემი საფეხბურთო კერპია”

„სასუოლოს“ ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ განაცხადა, რომ მისი საფეხბურთო იდეალი კლაუდიო მარკიზიოა. როგორც ნიჭიერმა ნახევარმცველმა აღნიშნა, მარკიზიო ბებიამისის საყვარელი ფეხბურთელია და კლაუდიოსთან დაკავშირებული ისტორიაც გაიხსენა. „მარკიზიო დიდი ადამიანი და ჩემი ერთ-ერთი საფეხბურთო კერპია. ის წარმოუდგენლად თავმდაბალია. მახსოვს თამაში, ერთ-ერთი პირველი ჩემთვის, როცა სერია A-ში გუნდთან ერთად სათადარიგო სკამზე ვიყავი. მაშინ ბებიაჩემიც …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლოს” დირექტორი: “იუვე” რასპადორის გამო თუ დაგვიკავშირდება, მოხარული ვიქნებით”

„სასუოლოს“ გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ განაცხადა, რომ მზად არიან „იუვენტუსთან“ ჯაკომო რასპადორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყონ. იტალიელ მენეჯერს არ დაუმალავს, რომ თუ ტურინელები დაუკავშირდებიან, სიამოვნებით შედგება მოლაპარაკებები. „იმედი მაქვს, „იუვენტუსი“ რასპადორიზე დაგვიკავშირდება, რატომაც არა? ჩვენ „იუვესთან“ უკვე ჩავატარეთ ლოკატელის ოპერაცია, თუ სხვა გარიგების შესაძლებლობაც იქნება, მოხარული ვიქნებით. იანვარში რასპადორიზე ინგლისური კლუბებისგან …

სრულად წაკითხვა »

გოლები, ტიტულები და იმედგაცრუებები – დიბალას ისტორია “იუვეში”

2015 წელს „პალერმოდან“ ტრანსფერი, პირველი თამაში, პირველი გოლი და პირველი ტიტული. ამას ბევრი სხვა რამ მოჰყვა, პლატინის შედეგის გაუმჯობესება და 12 ტიტული 7 წლის განმავლობაში. და, კიდევ: 10 ნომერი, „დიბალას ნიღაბი“, ლუკაკუსთან ჩაშლილი ბარტერი, ევროპაში იმედგაცრუებები და ალეგრისთან ჩხუბი. ვეცდებით, პაულო დიბალას ტურინული კარიერა მოკლედ და მნიშვნელოვანი ფაქტებით გაგახსენოთ.. 4 …

სრულად წაკითხვა »

დიბალასთვის ბრძოლაში “ინტერი” ფავორიტია, თუმცა კიდევ ორ კლუბს დაუკავშირეს

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი პაულო დიბალა კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და უკვე ვრცელდება ინფორმაცია, თუ სად გააგრძელებს კარიერას. იტალიური მედიის ცნობით, ფავორიტი „ინტერია“, რომელსაც უკვე აქვს მუშაობა დაწყებული. მილანელთა სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა დიბალას კარგად იცნობს, რადგან 2015 წელს „პალერმოდან“ „იუვენტუსში“ სწორედ მან შეიძინა. მილანელები მზად არიან დიბალას სეზონში 7 …

სრულად წაკითხვა »

არივაბენე: “დიბალასთვის კონტრაქტი არ შეგვითავაზებია, ჩვენი გეგმები იანვარში შეიცვალა”

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ პაულო დიბალაზე კომენტარი გააკეთა და დაადასტურა, რომ არგენტინელი კლუბს დატოვებს. როგორც მან აღნიშნა, კლუბის გეგმები იანვარში შეიცვალა, როდესაც დუშან ვლაჰოვიჩი შეიძინეს და კლუბის პროექტის ნაწილი დიბალა აღარ არის. „დიბალას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია. არანაირი მწვანე შუქი არ არის. ცვლილებები მოხდა იანვრის სატრანსფერო პერიოდში და ვლაჰოვიჩის …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩმა სერბეთის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა სერბეთის ნაკრების შეკრება დატოვა და ტურინში დაბრუნდა. როგორც იტალიური მედია სერბეთის ფეხბურთის ფედერაციაზე დაყრდნობით წერს, დუშანს საზარდულის პრობლემა აქვს და ვინაიდან სერბეთს წინ მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს, ფეხბურთელის კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ვლაჰოვიჩი ტურინში დაისვენებს და გამოჯანმრთელებას ეცდება. სერბი ფორვარდი მილანის „ინტერთან“ 3 აპრილს გასამართი …

სრულად წაკითხვა »