მთავარი / სიახლეები (გვერდი 127)

სიახლეები

ლოკატელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი მანუელ ლოკატელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია “იუვეს” ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ლოკატელი ახლა იტალიის ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება და დღეს ცხადია ჩრდილოეთ მაკედონიასთან ვერ ითამაშებს, თუმცა თუ “სკუადრა აძურა” ფინალში გავა, რობერტო მანჩინის განკარგულებაში იქნება. შეგახსენებთ, რომ ლოკატელის კორონავირუსი ზუსტად 1 კვირის წინ დაუდასტურდა. “იუვენტუსი” მომდევნო მატჩს 3 აპრილს, “ინტერთან” …

სრულად წაკითხვა »

კაპიტალის მოგების ახალი ბრალდებები “იუვენტუსის” წინააღმდეგ

„იუვენტუსის“ წინააღმდეგ ცრუ აღრიცხვების შესახებ ახალი ბრალდებები გაჩნდა კაპიტალის მოგების მიზნით. იტალიის პროკურატურამ ტურინში, მილანსა და რომში კლუბის ოფისები გაჩხრიკა. საქმე ეხება 2019-2021 წლებში კლუბის მიერ ხელფასების წესის დარღვევით გაცემას. მეტწილად კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის საწყის 4 თვეს. ჯერჯერობით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე 7-გზის ჩემპიონ “ლიონს” მოუგო!

„იუვენტუსის“ ქალთა გუნდი აგრძელებს ისტორიის დაწერას და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი „ლიონი“ პირველ მატჩში დაამარცხა. მეტი წარმოდგენა რომ შეგვექმნას, „ლიონი“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 7-გზის გამარჯვებული (რაც რეკორდია) და ორგზის ფინალისტია. სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქეს მოუგეს ტურინელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯო მონტემუროს გუნდი ამ ეტაპზე ისტორიაში პირველად თამაშობს …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “პენალტს ვინ დაარტყამს? ჟორჟინიომ შვეიცარიის შემდეგ სიზუსტე დაიბრუნა”

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ბევრი დრო არ გვქონდა, გუშინ, ნახევარ დღეში რაღაც ვცადეთ და სწორედ ამიტომ, რომ მცირე დრო გვქონდა, უმეტესად ევროპის ჩემპიონი ბიჭები გამოვიძახე. ისინი კარგად იცნობენ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “თუ ისე ვითამაშებთ, როგორც გვინდა, შედეგს მივაღწევთ”

იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში პალერმოში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მატჩის წინ „სკუადრა აძურას“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. „ნოემბერში, როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ ვერ გავედით, იმედგაცრუება იყო, ამის უარყოფას აზრი არ აქვს. თუმცა, ახლა დიდი დაძაბულობა არაა, ჩვენ საოცარი არაფერი უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტთან კონტაქტი აქვს

ტურინის „იუვენტუსს“ რომის „ლაციოს“ ნახევარმცველ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს უკავშირებენ. Tuttomercato-ს ცნობით, სიტუაცია იდეის დონეს გასცდა. წყაროს თანახმად, ტურინელები რამდენიმე დღეა სერბი ფეხბურთელის აგენტ მატია კეჟმანთან კონტაქტზე არიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თუმცა, „იუვეს“ ნებისმიერ შემთხვევაში მოლაპარაკებების გამართვა „ლაციოსთანაც“ მოუწევს, რადგან ფეხბურთელს კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და კლაუდიო ლოტიტო მას იაფად ნამდვილად …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ძანიოლოს ტრანსფერში შესაძლოა მაკკენი ჩართოს

ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალას შეცვლა მოუწევს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად ნიკოლო ძანიოლო სახელდება, რომელიც „რომასთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ამიტომაც, რომაელებს ზაფხულში მისი გაყიდვა მოუწევთ. ძანიოლო დაახლოებით 50 მილიონ ევროდ ფასობს და Calciomercato-ს ცნობით, „იუვე“ ფასის შესამცირებლად ეცდება გარიგებაში ვესტონ მაკკენი ჩართოს. ის „რომას“ ამერიკული მენეჯმენტისთვის საინტერესო ფიგურაა, რადგან ვესტონი …

სრულად წაკითხვა »

კულუშევსკი: “იუვეში” ბევრი რამ არ მუშაობდა, ახლა უკეთ ვარ, მწვრთნელიც მენდობა”

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ შვედურ მედიასთან „იუვენტუსში“ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა ახლა თავს უკეთ გრძნობს და ტურინულ გუნდში მისთვის ყველაფერი იმედგაცრუება იყო. „მოთამაშისთვის ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. „იუვენტუსში“ იყო ბევრ რამ, რაც არ მუშაობდა და ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. „ტოტენჰემში“ ახალ ჰაერს ვსუნთქავ, უკეთესი ურთიერთობა მაქვს მწვრთნელთან, უკეთ …

სრულად წაკითხვა »

ფაჯიოლის აგენტი: “არ გამოვრიცხავ ნიკოლო ზაფხულში “იუვეში” დაბრუნდეს”

ნიკოლო ფაჯიოლის აგენტი კლაუდიო პასკუალინი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში 21 წლის ნახევარმცველი „იუვენტუსმა“ დაიბრუნოს. როგორც მან განაცხადა, ფაჯიოლის შეუძლია ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მათ შორის რეჯისტადაც. „ფაჯიოლი ყოველთვის მახსენებს იმას, რასაც მასიმილიანო ალეგრი სამი წლის წინ ამბობდა – რომ განსაკუთრებული მოთამაშეა. ახლა მისი მიზანი ცალსახად „კრემონეზესთან“ ერთად სერია A-ში …

სრულად წაკითხვა »

გრავინა: “სუპერლიგა თუ შეიქმნება, “იუვენტუსს” სერია A-დან გავრიცხავთ”

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა „იუვენტუსს“ სერია A-დან გარიცხვით დაემუქრა, თუ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობა სუპერლიგას კიდევ ერთხელ შექმნის. მოგეხსენებათ, ანდრეა ანიელი ფლორენტინო პერესთან და ჟოან ლაპორტასთან ერთად სუპერლიგაზე ისევ მუშაობს, რაც როგორც უეფას, ისე იტალიური ფეხბურთის ბოსსაც არ მოსწონს და იტალიურ მედიასთან ასეთი კომენტარი გააკეთა: „თუ სუპერლიგა რეალობად იქცევა, …

სრულად წაკითხვა »