მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 36)

ჩემპიონთა ლიგა

მოდრიჩი 2017 წლის ფინალზე: “იუვეს” ერთადერთი სუსტი წერტილი ჰქონდა და იქ იყო დაუცველი”

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „იუვენტუსთან“ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა. ხორვატმა განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანმა მათ ტურინელთა ერთადერთი სუსტი წერტილის შესახებ უამბო და ის კარგად შეისწავლეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. „იუვენტუსი“ იმ სეზონში ევროპაში ძალიან სანახაობრივი გუნდი იყო. ფინალამდე მხოლოდ ორი გაუშვეს და 21 გაიტანეს, პრაქტიკულად თამაშში 2 გოლი. …

სრულად წაკითხვა »

მოდრიჩი: “სამწუხარო იყო იმის ნახვა, როგორ აპროტესტებდა ბუფონი პენალტს”

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ლუკას ვასკესისა და მეჰდი ბენატიას ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც პენალტი დაინიშნა. ხორვატს ეჭვი არ ეპარება, რომ თამაშის წესი დაირღვა. „როდესაც „რეალი“ თამაშობს, პროტესტი ყოველთვის გაძლიერებულია. სიმართლე ისაა, რომ პენალტი ცხადი იყო და დიდი მწუხარება მომიტანა იმან თუ როგორ რეაგირებდა ბუფონი ასეთი თვალისმომჭრელი გზით“, …

სრულად წაკითხვა »

ხედირა: “ჩემი მიზანი “იუვესთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა სამი ხედირამ ინსტაგრამზე გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა. გერმანელმა განაცხადა, რომ მისი ოცნება „იუვენტუსის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გარდა ამისა, თავისი იდეალები დაასახელა, ფრანგები და „იუვეს“ ყოფილი ფეხბურთელები, ზინედინ ზიდანი და პატრიკ ვიეირა. „გამარჯვების სურვილი თუ გვაქვს? რა თქმა უნდა, ფეხბურთს ამიტომ ვთამაშობთ. მე თითქმის ყველაფერი მვიგე, გამარჯვება ნარკოტიკივითაა. …

სრულად წაკითხვა »

ტონი კროოსი: “იუვესთან” მეორე ტაიმი საუკეთესო იყო “რეალში” ყოფნის პერიოდში”

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „იუვენტუსთან“ მეორე ტაიმი საუკეთესო იყო, რომელშიც „რეალის“ მაისურით უთამაშია. „იუვენტუსთან“ მატჩიდან მხოლოდ კარგი მოგონება მაქვს. მას შემდეგ, რაც „რეალში“ ვარ, ალბათ საუკეთესო მეორე ტაიმი ვითამაშეთ. ზედიზედ მეორედ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა და ეს არის საღამო, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება“, – …

სრულად წაკითხვა »

“ლიონის” მწვრთნელი: “იმედია “იუვე” სკუდეტოს ვერ მოიგებს და ჩვენთვის ეს კარგი იქნება”

ფრანგული „ლიონის“ სამწვრთნელო შტაბის წევრი, იტალიელი პაოლო რონგონი იმედს გამოთქვამს, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ბრძოლას „ლაციოსთან“ წააგებს, რაც გუნდში სიტუაციას გააფუჭებს და ეს „ლიონისთვის“ კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ. „გითხრათ ჩემი ფარული ოცნება? გეტყვით, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. „ლაციო“ სკუდეტოს მოიგებს და შემდეგ „იუვენტუსს“ ჩვენ შევხვდებით, სადაც დიდი …

სრულად წაკითხვა »

დი ლივიო: “იუვე” ჩემპიონთა ლიგისგან ისევ შორსაა, მენტალიტეტის გამო”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ანჯელო დი ლივიო ჩემპიონთა ლიგაზე „ბებერი სინიორას“ შანსს სკეპტიკურად უყურებს. დი ლივიო მიიჩნევს, რომ ამ სეზონში გუნდის მენტალიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად შესაფერისი არაა. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. წელს კლუბს ბევრი პრობლემა შეექმნა, მათ შორის ჩემპიონატშიც, სადაც სუპერ „ლაციოსთან“ კონკურენცია უწევს. „ლიონთან“ შედეგი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ფინალები ჩვენთვის ყოველთვის გვიან მოდის”

„იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალს სინანულით იხსენებს. ჯორჯოს აზრით, ფინალამდე ერთი თვით ადრე „იუვე“ ევროპაში საუკეთესო გუნდი იყო, მაგრამ ფინალები მათთვი ყოველთვის გვიან მოდის. „არაფერი წარმოუდგენელი არ მომხდარა. დაღლილები ვიყავით. რატომ უნდა გვეჩხუბა შესვენებაზე? ჩვენ 0:3-ს არ ვაგებდით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს უაზრობა იქნებოდა. მანჯუკიჩი პრაქტიკულად ვეღარ …

სრულად წაკითხვა »

“ლიონის” პრეზიდენტს “იუვესთან” უთამაშებელი თამაში ადარდებს

ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი წუხს იმაზე, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოუმზადებელი თამაში მოუწევს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მისი მეტოქე „იუვენტუსი“ ფორმაში იქნება. „ჩვენ ორივე ფეხით და მოწყვეტილი თავით უნდა ვითამაშოთ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც ამავდროულად ჩვენგან განსხვავებით ფორმაში იქნება, რადგან იტალიაში ივნისში განაახლებენ შეჯიბრებებს“, – თქვა ოლამ. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ „ლიონთან“ …

სრულად წაკითხვა »

“მანჯუკიჩი ძირს დაეცა” – კიელინიმ “რეალთან” წაგებული ფინალის შესვენება გაიხსენა

რა მოხდა 2017 წელს მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს შესვენებაზე „იუვენტუსის“ გასახდელში? ეს კითხვა დღემდე ბევრს აწუხებს. ჯორჯო კიელინიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მადრიდელებთან მეორე ტაიმში უბრძოლველად წაგების მიზეზი დაასახელა. „პირველი ტაიმის შემდეგ უკიდურესად დაღლილები ვიყავით. მანჯუკიჩი იატაკზე დაეცა, პიანიჩი ძლივს სუნთქვდა. საკუთარ თავებს ვუთხარით, რომ შევძლებდით. 1:1 იყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

ტრიუმფალური სეზონი – “იუვეს” ყველა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსმა“ 24 წლის წინ, 1996 წლის 22 მაისს ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. წარმოგიდგენთ იმ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გატანილ ყველა გოლს, როგორც ვიდეოს სახით, ისე ტექსტობრივად მატჩების შედეგებს და გოლების ავტორებს. ჯგუფური ეტაპი I ტური, 13 სექტემბერი „დორტმუნდი“ – „იუვენტუსი“ 1:3 გოლები: პადოვანო, დელ პიერო, კონტე II ტური, 27 …

სრულად წაკითხვა »