მთავარი / სიახლეები / ჩემპიონთა ლიგა (გვერდი 29)

ჩემპიონთა ლიგა

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “ფერენცვაროშთან”

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ტურინის “იუვენტუსი” უნგრეთის ჩემპიონ “ფერენცვაროშს” სტუმრად დაუპირისპირდება. ანდრეა პირლოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: შჩესნი; კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, დანილო; რაბიო, არტური, რემზი; კიეზა, მორატა, რონალდუ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. “ფერენცვაროშის” ძირითად შემადგენლობაშია ქართველი ფეხბურთელი ლაშა დვალი.

სრულად წაკითხვა »

ხუან კუადრადო: “მხოლოდ დადებითი შედეგისთვის ვითამაშებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუდრადომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში უნგრულ „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. „ბუდაპეშტში საკუთარი თავის დიდი რწმენით ჩამოვედი, რომელიც ბოლო თამაშმა მოგვცა. ხვალ გვნდა ვაჩვენოთ რა ვართ, მოედანზე გავალთ, ძალიან კარგ სტადიონზე დადებითი შედეგისთვის. გვინდა კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ, მოკლე და კომპაქტური თამაში და გამარჯვების დიდი სურვილი ვაჩვენოთ“, …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “ფერენცვაროშთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში უნგრულ „ფერენცვაროშთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა განცხადა, რომ უნგრეთში მხოლოდ 3 ქულისთვის ჩავიდნენ. „აქ გამარჯვებისთვის ვართ. ვუყურეთ და შევისწავლეთ „ფერენცვაროში“, ეს არის გუნდი, რომელიც თავდაჯერებული თამაშობს, კარგი სათამაშო ტექსტურით, „ბარსელონასთან“ 1:5 წაგება არ დაუმსახურებია. სწრაფი და აგრესიული მოთამაშეები ჰყავს. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ფერენცვაროშთან”

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში უნგრეთში, „ფერენცვაროშს“ დაუპირისპირდება. ანდრეა პირლოს გუნდის განაცხადი ასეთია: მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, ფრაბოტა, რიჩიო ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, პორტანოვა, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა, დიბალა შეგახსენებთ, რომ „ფერენცვაროში“ – „იუვენტუსის“ მატჩი 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 …

სრულად წაკითხვა »

სერგეი რებროვი: “იუვესთან” თამაში დიდი პატივია”

უნგრული „ფერენცვაროშის“ მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. უკრაინელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვესთან“ თამაში დიდი პატივია. „ასეთ ფეხბურთელებთან დაპირისპირება ჩვენთვის დიდი პატივია. უნგრული ფეხბურთის პასუხისმგებლობას ჩვენ წარმოვადგენთ. სტადიონზე 20 ათასამდე გულშემატკივარი იქნება და ჩვენ მზად ვართ, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ. კიევის „დინამოსთან“ მატჩის მეორე ტაიმში საკუთარი თავის რწმენა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ფერენცვაროშთან” მატჩისთვის ემზადება

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მზადება დაიწყო. „სპეციასთან“ თამაშის შემდეგ გუნდმა ორ ნაწილად ივარჯიშა, ვინც გუშინდელ შეხვედრაში ითამაშა, შედარებით ნაკლებად დაიტვირთნენ. „იუვენტუსი“ ხვალ ბუდაპეშტში გაემგზავრება, სადაც საღამოს ანდრეა პირლოს წინასამატჩო პრესკონფერენცია და მატჩამდე ბოლო ვარჯიშია დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ბუდაპეშტის „ფერენცვაროშს“ უნგრეთში დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა »

“ბარსელონას” ირონიულ პოსტს “იუვენტუსმა” უპასუხა

„ბარსელონას“ ტვიტერის გვერდზე კრიშტიანუ რონალდუსა და „იუვენტუსის“ შესახებ ირონიული პოსტი გამოაქვეყნეს. „გვიხარია, რომ თქვენს მოედანზე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ნახეთ,“ – ამ ტექსტს ლიონელ მესის ფოტო ახლავს და „იუვენტუსის“ ტვიტერის გვერდთან გაზიარებულია. „იუვემ“ ესპანური გუნდის ამ პოსტს პასუხი გასცა: „ალბათ არასწორი ლექსიკონი გამოიყენეთ. ნამდვილ GOAT-ს „კამპ ნოუზე“ ჩამოგიყვანთ“, – უპასუხა …

სრულად წაკითხვა »

მოიზე კინმა ჩემპიონთა ლიგაზე დელ პიეროს მიღწევა გააუმჯობესა

„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მოიზე კინმა ჩემპიონთა ლიგაზე ალესანდრო დელ პიეროს მიღწევა გააუმჯობესა. პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა იტალიელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე მატჩში, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, გოლი გაიტანა (20 წლისა და 234 დღის). კინმა „ბაშაკშეჰირთან“ დუბლი შეასრულა და თავის გუნდს 2:0 მოაგებინა. მან პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე ძირითად შემადგენლობაში. …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “მენტალურად მოსამატებელი გვაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დანილომ „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ (0:2) კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, „იუვემ“ შედეგები დაუყოვნებლივ უნდა გამოასწოროს. „უნდა მოვუმატოთ, როგორც მოედანზე ტექნიკურად, ისე მენტალურად, რადგან ევროპის საყკეთესო გუნდებთან თამაშში ეს ფუნდამენტურია. უნდა გავიზარდოთ, მაგრამ ახლა მთავაი შედეგებია და არ შეიძლება ამდენი წარუმატებელი თამაშის ჩატარება“, – თქვა დანილომ. შეგახსენებთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ბარსელონა”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო და ძალიან ცუდი ფეხბურთი აჩვენა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – დემბელეს გოლის დროს კიეზას რიკოშეტის გამო არაფერი შეეძლო, ისევე, როგორც პენალტისას. პირველ ტაიმში გრიზმანის ეპიზოდში ბრწყინვალე იყო. კუადრადო 6 – ყველაზე მეტად ალბათ ის აქტიურობდა, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »