მთავარი / გალერეა / ვიდეოგალერეა (გვერდი 6)

ვიდეოგალერეა

“იუვენტუსის” გოლები დაბადების დღეზე [VIDEO]

დღეს, “იუვენტუსის” დაბადების დღეა. ტურინული გრანდი 122 წლის გახდა. გთავაზობთ “ბებერი სინიორას” გატანილ გოლებს საკუთარ დაბადების დღეზე.

სრულად წაკითხვა »

დელ პიერო ბაჯოს ნაცვლად – ალესანდროს დებიუტი ევროთასებზე მოსკოვის “ლოკომოტივთან” [VIDEO]

1993 წლის 15 სექტემბერს, ტურინის “იუვენტუსმა” უეფას თასზე მოსკოვის “ლოკომოტივს” უმასპინძლა. სწორედ ამ შეხვედრაში შედგა ალესანდრო დელ პიეროს დებიუტი ევროთასებზე. ალექსმა მატჩის 89-ე წუთზე რობერტო ბაჯო შეცვალა. თამაში კი, ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა ბაჯოს დუბლითა და ფაბრიციო რავანელის გოლით 3:0 მოიგო.

სრულად წაკითხვა »

მარკიზიომ “იუვეს” სტადიონის ბალახი ჯიბეში ჩაიყარა [VIDEO]

კლაუდიო მარკიზიომ დღეს საფეხბურთო კარიერა დაასრულა. შემდეგ კი „ალიანც სთედიუმის“ მინდორზე შვილებთან ერთად გაისერინა. „პრინცმა“ ამ დროს მინდვრის ბალახი ჯიბეში ჩაიყარა… დიდი და სამუდამოდ „იუვენტინო“!   WOW ! Before leaving the Stadium, Claudio Marchisio puts a tuft of grass in his pocket.. Juventino e Bianconero per sempre @ClaMarchisio8 ⚫️⚪️ [@ilbianconerocom]pic.twitter.com/DoJjLKbABc …

სრულად წაკითხვა »

30 წელი ლეგენდარული გაეტანო შირეას ტრაგიკული გარდაცვალებიდან [VIDEO]

დღეს, ლეგენდარული გაეტანო შირეას ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 3 სექტემბერს, შირეა პოლონეთის გზაზე ავტოავარიას ემსხვერპლა და მისი სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა. გაეტანო შირეა “იუვენტუსში” 1974 წელს ბერგამოს “ატალანტადან” გადავიდა და გუნდის ლეგენდად იქცა. ტურინში მან 1988 წლამდე ითამაშა, მოედანზე 552-ჯერ გავიდა და 32 გოლი გაიტანა. მოიგო ყველა საერთაშორისო ტიტული …

სრულად წაკითხვა »

ჯორჯო კიელინის ლამაზი ჟესტი [VIDEO]

“იუვენტუსის” კაპიტანი ჯორჯო კიელინი, რომელიც ტრავმირებულია, “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯორჯომ თამაშის ანტიგმირი კალიდუ კულიბალი გაამხნევა, რომელმაც ბოლო წუთზე ავტოგოლი გაიტანა. კიელინი სენეგალელ ფეხბურთელთან მივიდა და გამოელაპარაკა. ამ ვიდეომ და ფოტომ სოციალური ქსელი პოპულარობით მოიარა, ჯორჯოს საქციელი კი ყველასთვის მოსაწონი აღმოჩნდა.   Class.Sheer class ! #Chiellini #JuveNapoli https://t.co/MDuz8y6XVK …

სრულად წაკითხვა »