ჯანლუიჯი ბუფონმა „სპალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით კონტრაქტის განახლებაზე არ ფიქრობს. როგორც მან აღნიშნა, 43 წლის ასაკში წინასწარ გეგმებს არ აწყობს.
„კიდევ ერთი წელი „იუვეში“? ამაზე ახლა არც კი ვფიქრობ. ჯერ ძალიან ადრეა, რადგან ჩემს ასაკში, ადამინი დღითიდღე უნდა ცხოვრობდეს”, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯი დღეს 43 წლის გახდა და კონტრაქტი ივნისში ეწურება, თუმცა, ბოლო ცნობებით, შესაძლოა ის 2022 წლამდე განაახლოს.