ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ კარიერას დასრულებას არ აპირებს. ვეტერანი კიპერის განცხადებით მოტივაცია არ დაუკარგავს.
ჯიჯიმ ასევე აღნიშნა, რომ 4 წლის ასაკიდან „იუვენტუსის“ ქომაგია:
„ბავშვობიდან, 4, 5, 6 წლის ვიყავი, როდესაც უკვე იუვენტინო მერქვა, რადგან ჩემი ბიძები და ბიძაშვილები იუვენტინოები იყვნენ. ამავე დროს შემიყვარდა ტრაპატონი და როდესაც „ინტერში“ წავიდა, ძალიან გავბრაზდი. ფეხბურთში ფიგურები ძალიან მნიშვნელოვანნი არიან, გიბიძგებ და გაძლევენ ანაბეჭდს.
ბონუჩის მარჯვენა თუ კიელინის მარცხენა? მე ავირჩევდი კიელინის ბევრ თვისებას და ბონუჩის მარჯვენას, მაგრამ კონკრეტულად ამ ორს შორის, ბოუჩის მარჯვენას.
ორი წლის წინ კარიერა პრატიკულად დასრულებული მქონდა, მაგრამ შემდეგ გავაგრძელე თამაში. რატომ არ ვასრულებ კარიერას? პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგად ვარ, მეორეც პატარა ჯიჯის ოცნებების გამო. 6, 7, 8 წლის ვიქნებოდი, როდესაც ვიღაცამ მითხრა, რომ სერია C-ში თამაშზე მეტს ვერ მოვახერხებდი და ტირილი დავიწყე. ეს ემოციური ფიქრები ახლაც მახსოვს, რადგან ბავშვური ფიქრები ყველაზე სუფთაა.
ასაკის მიუხედავად დიდი ადრენალინი მაქვს. „ინტერთან“ დიბალას გოლზე განსაკუთრებულად დიდი ადრენალინი მივიღე და კიდევ მინდა ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიზეიმო გოლები“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯიჯის კლუბთან კონტრაქტი სამ თვეში ეწურება, მაგრამ იტალიურ მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მის გახანგრძლივებას აპირებს.