ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა პაოლო მალდინის რეკორდი გააუმჯობესა და სერია A-ში 648-ედ ითამაშა. „ტორინოსთან“ მატჩის შემდეგ ჯიჯიმ კომენტარი გააკეთა.
„რეკორდული თამაშის მოლოდინი პრობლემა არ იყო. კიდე დიდხანს დაველოდებოდი, რადგან ეს დელიკატური სეზონია. ერთადერთი დაძაბულობა რაც დღეს მქონდა, თამაშის არსი იყო. ჩემს რეკორდზე მნიშვნელოვანი ქულები იყო. როგორი ვიყავი 647 მატჩის წინ? ბევრი ოცნება მქონდა, ზოგიერთი განსაკუთრებული… მთავარი მოტივაცია იმისა, რომ თამაშს ვაგრძელებ, არის ის, რომ კარგად ვარ და კიდევ შემიძლია კარგად თამაში. თუ ენთუზიაზმი გაქვს, სწორია კარიერის გაგრძელება. როდესაც 40 წელს გადავაბიჯე დღიდან დღემდე ვფიქრობდი. ჩემპიონთა ლიგა? ეს არის ის, რაც ხშირად გონებაშია, რამდენჯერმე ახლოს ვიყავით“, – თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მომდევნო მატჩს 8 ივლისს, სტუმრად „მილანთან“ ჩაატარებს.