ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იმედი გამოთქვა, რომ მაურიციო სარი გუნდში დარჩება. გარდა ამისა, ჯიჯიმ საკუთარი მომავლის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი აქვს.
„გუნდის შესაცვლელად აუცილებელი იყო სხვა გზის გავლა, რომელსაც დრო სჭირდება. გვარდიოლა? იმედი მაქვს, რომ სარი დარჩება, რადგან ეს ნიშნავს, რომ რაღაც მოვიგეთ.
სკუდეტოს კონკურენტი? თუ „ინტერი“ ევროპა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს, მაშინ მე დავასახელებ „ლაციოს“, რადგან მხოლოდ კვირას ითამაშებს და უფრო საშიშია.
კონტე? ჩემი დიდი მეგობარია, იყო ჩემი კაპიტანი და მას არჩევნის უფლება ჰქონდა. ანტონიო მიყვარს.
ჩემი კარიერა? არ ვიცი, ივნისამდე ნამდვილად ვითამაშებ და შემდეგ ვნახავთ რისი გაკეთება შეგვეძლება“, – თქვა ბუფონმა.