მთავარი / სიახლეები / ბონუჩიმ “იუვეს” 16 თვის შემდეგ უკაპიტნა

ბონუჩიმ “იუვეს” 16 თვის შემდეგ უკაპიტნა

„იუვენტუსს“ „ჯენოასთან“ ლეონარდო ბონუჩიმ უკაპიტნა. მოედანზე არ იყვნენ ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი, თუმცა ამ ფაქტმა მაინც ბევრი გააკვირვა. მას შემდეგ, რაც ლეომ ერთი სეზონი „მილანის“ კაპიტნის რანგში გაატარა, ტურინში სამკლავურის მისთვის ჩაბარება მოულოდნელობა იყო.

თანაც, ამ სეზონში იყო უკვე შემთხვევა, როდესაც კიელინი და ბარძალი არ თამაშობდნენ, ბონუჩი მოედანზე იყო, მაგრამ კაპიტნობა სამი ხედირას ანდეს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ბონუჩისთვის კაპიტნის სამკლავურის გადაცემის საკითხი გუნდის გასახდელში ყველამ ერთხმად მიიღო: ფეხბურთელები, ანდრეა ანიელი, ფაბიო პარატიჩი, პაველ ნედვედი და მასიმილიანო ალეგრი შეთანხმდნენ, რომ გუნდს ბონუჩი უნდა გაძღოლოდა.

ამრიგად, ლეონარდომ „იუვეს“ 16 თვის შემდეგ პირველად უკაპიტნა. „ჯენოასთან“ მატჩემდე, იგივე პატივი 2017 წლის მაისში, „ტორინოს“ წინააღმდეგ ჰქონდა.

შემთხვევითი სიახლე

იტალიის სუპერთასის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია

იტალიის სუპერთასის 2020 წლის მატჩი 2021 წლის 20 იანვარს გაიმართება. Lega Calcio-მ ეს ინფორმაცია ოფიციალურად …

ანდრეა პირლო: “ადაპტაციისა და ექსპერიმენტების დრო ამოიწურა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო „კალიარისთან“ მატჩამდე Juventus TV-ს ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ექსპერიმენტებისა …