მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “პირველ ტაიმში ცეცხლი არ გვეკიდა”

ბონუჩი: “პირველ ტაიმში ცეცხლი არ გვეკიდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ტორინოსთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა ფეხბურთელმა 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტაბა და მატჩის გმირი გახდა.

„ძალიან დიდ პატივს ვცემთ „ტორინოს“, მაგრამ პირველ ტაიმში ცეცხლი არ გვეკიდა, ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ, არაზუსტი პასები გავაკეთეთ. მათ კარგად დაიწყეს და ჩვენ ამაში ხელი შევუწყვეთ.

მეორე ნახევარში უფრო მეტი მონდომება გვქონდა, შიმშილი, სიბრაზე, უფრო მეტი მოძრაობა დავიწყეთ. ეს არის ის, რაც ყოველთვის უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა გავითავისოთ, არა გონებაში, არამედ გულში“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 10 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს მოპოვებული. მომდევნო შეხვედრას „იუვე“ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …