ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-თან საუბარში განაცხადა, რომ მისი კერპი ალესანდრო ნესტა იყო და მის ვიდეოებს დღემდე უყურებს.
„ალესანდრო ნესტა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გამიმართლა, რომ მასავით დიდ გუნდებში ვითამაშე. ის ჩემთვის დღემდე სამაგილითოა. ახლაც ინტერნეტში ვუყურებ მის თამაშს და ვსწავლობ. სასიამოვნოა მისი მოედანზე ყურება. მის თვისებებსში ჩემს თვისებებს ცოტათი ვხედავ. ის ჩემი კერპი იყო“, – თქვა ბონუჩიმ.