ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლაციოსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გაშვებულ გოლამდე თამაშს აკონტროლებდნენ.
„93 წუთ და 45 წუთი „იუვეს“ დონეზე ვითამაშეთ, დაცვთ ფაზაში მყარი, კარგი დრიბლინგებით და მეტოქისთვის შანსი არ მიგვიცია. შემდეგ ძალიან მოვდუნდით. უნდა მოვუმატოთ მომენტების რეალიზაციაში, პირველიდან ბოლო წუთამდე. გაშვებულ გოლამდე არაფერი გვემუქრებოდა, კარგი საგოლე შანსები გვქონდა. თუმცა, რაც მოხდა ამისგან უნდა ვისწავლოთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 7 ტურში 13 ქულა აქვს და „ატალანტასთან“ ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილზეა.