მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “მერვედფინალის საგზური უნდა გავიფორმოთ”

ბონუჩი: “მერვედფინალის საგზური უნდა გავიფორმოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩი „მანჩესტერთან“ მატჩამდე პრეკოსნფერენციაზე ისაუბრა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, დიდი მატჩი იქნება, თუმცა „იუვემ“ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.

„მანჩესტერი“ და „მილანი“ ერთ კვირაში

„ხვალ დიდი მატჩი გველოდება „მანჩესტერის“ წინააღმდეგ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან უნდა გავიმარჯვოთ და კვალიფიკაცია გავიფორმოთ. „მილანთან“ შეხვედრისთვის კი ხვალინდელი თამაშის დასრულების შემდეგ ვიფიქრებთ. ახლა, მხოლოდ „იუნაიტედზე“ ვართ კონცენტრირებულნი“.

მოურინიოს კომპლიმენტი

„რა თქმა უნდა ესაა სიტყვები, რომელიც მომეწონა, რადგან ის დიდმა მწვრთნელმა თქვა. თუმცა, დაცვაში თამაში არამარტო მცველებზე, არამედ თავდამსხმელებზეცაა დამოკიდებული“.

მეგობრობა პოგბასთან

„პოლთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შესანიშნავი ფეხბურთელია და მითხრა, რომ მისთვის ამ სტადიონზე დაბრუნება ძალიან ემოციური მომენტია. იმედია, კარგ თამაშს ჩაატარებს, მაგრამ „იუვე“ გაიმარჯვებს“.

უფრო გამოცდილი „იუვე“

„ერთი წლის შემდეგ უფრო დარწმუნებული „იუვე“ დამხვდა, რაც მწვრთნელისა და გუნდის ხელმძღვანელობის დიდი სამუშაოს დამსახურებაა“.

შემთხვევითი სიახლე

დელ პიერომ პირობა შეასრულა და კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა

ალესანდრო დელ პიერომ „სასუოლოს“ თავდამსხმელი ფრანჩესკო კაპუტო ვახშამზე დაპატიჟა. კაპუტოს ბავშვობის კუმირი დელ პიეროა, მაგრამ …

პირლო: “ბედნიერი ვარ ოჯახში დაბრუნებით”

ტურინის „იუვენტუსმა“ ანდრეა პირლო 23-წლამდე გუნდის მწვრთნელად წარადგინა და იტალიელმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. პირლოს განცხადებით, …