მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “მანჩესტერი მიწვევდა, მაგრამ სახლში დაბრუნება მინდოდა”

ბონუჩი: “მანჩესტერი მიწვევდა, მაგრამ სახლში დაბრუნება მინდოდა”

„იუვესა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა კარსაა მომდგარი და „ბებერი ქალბატონის“ ფეხბურთელები ბრიტანული მედიის ყურადღების ცენტრში არიან. ამჯერად, Telegraph-მა ლეონარდო ბონუჩისთან ჩაწერა ინტერვიუ.

ლეომ აღიარა, რომ ზაფხულში „მანჩესტერი“ ეპატიჟებოდა, მაგრამ როდესაც სახლში დაბრუნების შანსი გაუჩდა, გადაწყვეტილების მიღებაზე წუთიც არ უფიქრია:

„წარსულში იყო შანსი, რომ მეთამაშა „მანჩესტერ სიტიში“ ან „მანჩესტერ იუნაიტედში“. „სიტისგან“ წინადადება 2016 წელს მქონდა, გუნდთან მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა, მაგრამ „იუვენტუსში“ დარჩენა გადავწყვიტე.

ამ ზაფხულს კი შემოთავაზება „იუნაიტედიდან მქონდა, მაგრამ როდესაც მითხრეს, რომ სახლში, „იუვეში“ დაბრუნების შანსი იყო, სხვა წინადადების მოსმენაც კი შევწყვიტე. „ბიანკონერი“ ჩემთვის სახლია.

ივნისამდე გადაწყვეტილება არ მქონდა მიღებული, მაგრამ როდესაც ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ უკან დაბრუნების შანსი იყო, სხვა წინადადებებზე არც მიფიქრია. მაშინვე ვუპასუხე: „კარგი, წავედით სახლში.

„იუვედან“ წასვლა? – იმ მომენტში გადაწყვეტილება სიამაყის ნიადაგზე მივიღე და წასვლა გადავწყვიტე. შემდეგ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი. ეს იყო რთული, რადგან შეცდომის აღიარება ადვილი არაა, როგორც მე გავაკეთე. ტიფოზებს მოღალატედ მივაჩნდი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დავამტკიცო ამ მაისურის სიყვარული“, – განაცხადა ლეონარდომ Telegraph-თან საუბარში.

შემთხვევითი სიახლე

დანი ალვეში: “ზაფხულში “იუვენტუსში” დაბრუნების შანსი მქონდა”

„სან პაულუს“ ბრაზილიელმა მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რო გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ დაბრუნება შეეძლო, მაგრამ სამშობლოში …

ალი დაეი: “რონალდუ ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს შანსი აქვს სანაკრებო დონეზე ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში. პორტუგალიელს …