მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “იუვე” ყოველთვის ფეხზე დგებოდა და ახლაც ამას გააკეთებს”

ბონუჩი: “იუვე” ყოველთვის ფეხზე დგებოდა და ახლაც ამას გააკეთებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „უდინეზესთან“ (2:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი მცველის განცხადებით, „იუვე“ ფეხზე წამოდგომას მოახერხებს.

„ახლა სახლში მხოლოდ 3 ქულა მიგვაქვს, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ გრძელია. თუ ამ 10 წუთით კმაყოფილები ვიქნებით, ეს ნიშნავს, რომ არაფერი გვესმის, აბსოლუტურად არაფერი. უნდა ვიპოვოთ ძალა ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად, იტალიის თასის მოსაგებად. თამაშების ბედი ეპიზოდებით წყდება, ჩვენ ასეთი ეპიზოდისგან მეტოქეს გოლი ვაჩუქეთ. ბევრ მატჩში ქულები სწორედ ასეთი ეპიზოდებისა და დეტალების გამო დავკარგეთ, ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ მცირე დეტალების გამო.

ციკლი დაიხურა, ჩვენ ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ „ინტერი“ სტაბილური იყო და დაამტკიცა, რომ წელს ყველაზე ძლიერი გახლდათ. თუმცა, ახლა ახალი ციკლი იწყება და ჩვენში შიმშილის გრძნობა უნდა ვიპოვოთ, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ტიტულების მოგების საშუალება მოგვცა, რაც ეპიკური მიღწევაა. ვულოცავ „ინტერს“ სკუდეტოს, მაგრამ „იუვენტუსი“ ყოველთვის ფეხზე დგებოდა და ამას კიდევ გააკეთებს“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 69 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „მილანთან“ და „ატალანტასთან“ ერთად იყოფს, მომდევნო მატჩს კი 9 მაისს, ტურინში, „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …