ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „კალიარისთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, გოლი ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციით გაიტანა.
„ვიცოდით, რომ „კალიარის“ დაცვაში ეს ზონა გათავისუფლდებოდა და ვარჯიშებზე ამას ვაკეთებდით. ამჯერად, თამაშზეც მოვახერხეთ იგივეს გაკეთება. შესანიშნავი თამაში იყო, აგრესიულები ვიყავით, განსაკუთრებით ფლანგებზე. ასევე ვიცოდით, რომ მათი თავდამსხმელები ჩაწოდებებზე სახიფათოები იქნებოდნენ და ყურადღებით ვიყავით“, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 30 ტურის შემდეგ 81 ქულა აქვს და ჩემპიონობა პრაქტიკულად გარანტირებული აქვს.