მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “ჩვენი გუნდი ისევ მშიერია”

ბონუჩი: “ჩვენი გუნდი ისევ მშიერია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამ მოგებით დამტკიცდა, რომ გუნდი ისევ მშიერია.

„ვიცოდით, რომ კორონავირუსი შემთხვევების მიუხედავად უნდა გვეთამაშა. მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, განსაკუთრებით ტურის სხვა მატჩების შედეგებიდან გამომდინარე და ეს ნიშნავს, რომ გუნდი ისევ მშიერია. თავიდან ბოლომდე კარგად წარვმართეთ თამაში, ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით და გოლი მხოლოდ ჩვენი შეცდომის შედეგად გავუშვით. ჩვენ ნამდვილი გუნდი ვიყავით, ვიბრძოდით და ეს სულისკვეთება გვინდა ყველა მატჩში გვქონდეს.

ახლა „სასუოლოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ, შემდეგ სხვა მატჩებია და „ინტერთან“ თამაშამდე დრო გვაქვს. გამარჯვებები კიდევ უნდა მოვიპოვოთ, რომ კიდევ უფრო თავდაჯერებულები და უფრო გუნდურები გავხდეთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, „სასუოლოს“ დაუპირისპირდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …