მთავარი / სიახლეები / სერია A / ბონუჩი: “ატალანტას” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია”

ბონუჩი: “ატალანტას” წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ „ატალანტასთან“ (2:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს.

„მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. გუნდმა თავგანწირვის შესანიშნავი სამუშაო გასწია, მე პირადად თავს ძალიან კარგად ვერ ვგრძნობდი, სამი დღე ვერ ვივარჯიშე. მაგრამ შედეგი მნიშვნელოვანი იყო. მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, ამ თამაშში სულისკვეთება ვაჩვენეთ და არ დავნებდით.

ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და ვიფიქროთ ოთხშაბათის მატჩზე, რადგან ვხვდებით კიდევ ერთ გუნდს, რომელიც კარგად თამაშობს. ვიმეორებ მნიშვნელოვანი ქულა იყო სკუდეტო ასეთი თამაშებითაც შეიძლება მოვიგოთ“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე „ლაციოს“ 8, „ატალანტას“ 9, „ინტერს“ კი 10 ქულით უსწრებს („იუვეს“ თამაშით მეტი აქვს).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …