ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბარსელონასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბოლოდროინდელი შედეგები მათი დონისთვის შეუფერებელია და ეს უნდა გამოასწორონ.
„დროა გავერთიანდეთ და საკუთარ თავში საუკეთესო ვიპოვოთ, რადგან გვაქვს შედეგები, რომლებიც ჩვენ არ შეგვეფერება. დიდ გუნდთან ვითამაშეთ, მაგრამ ტექნიკურ დონეზე ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და „ბარსელონა“ ამას არ პატიობს. შეიძლებოდა მეტის გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოვუმატებთ და კარგი სეზონი გვექნება. მნიშვნელოვანი მოთამაშეები გვაკლია, ეს არ არის საბაბი, ეს რეალობაა. ოთხი დღის შემდეგ მოედანზე დავბრუნდებით და ვეცდებით უკეთ ვითამაშოთ“, – აღნიშნა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 1 ნოემბერს, „სპეციასთან“ გამართავს.