ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ბოლონია“ 2:0 დაამარცხა კრიშტიანუ რონალდუსა და პაულო დიბალას გოლებით. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 5.5 – ფეხით თამაშში შჩესნი საკმაოდ მშვიდია, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში რისკზე წავიდა, რაც შეიძლებოდა ძვირად დაჯდომოდა.
კუადრადო 6.5 – ისევ დაცვაში მოუწია თამაში, რადგან სხვა არჩევანი არ იყო. ბურთთან ყოველთვის კარგად მოქმედებდა, მარჯვენა ფრთა მის განკარგულებაში იყო.
დე ლიხტი 7 – თავიდან შჩესნისთან გაუგებრობა მოუვიდა, მაგრამ შემდეგ დამშვიდდადა დომინანტი გახდა. გამოიმუშავა პენალტი და ნათელია, რომ ტურიდან ტურამდე უმატებს, უფრო ძლიერი ხდება.
ბონუჩი 6.5 – თითქმის შეუმჩნეველი იყო, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად წარიმართა. როდესაც ორსოლინი შეტევას ცდილობდა, დუელს ყოველთვის ბონუჩი იგებდა.
დე შილიო 6 – 0 წუთი ორ თამაშში, მაგრამ ალექს სანდროს დუბლიორი ის გამოდგა. ერთი საათის თავზე ტრავმა მიიღო, კიდევ ერთხელ.
დანილო 4 – ის დანილომ შეცვალა, რომელიც უბრალოდ საშინლად ჩაერთო თამაშში. თავიდანვე წითელი ბარათის რისკის ქვეშ იყო, მაგრამ ყვითელი მისცეს, მაგრამ რამდენიმე წუთში მეორედ გააფრთხილეს და მაინც გააძევეს.
ბენტანკური 6.5 – 23 წლის ასაკში უკვე ტოპ ნახევარმცველია, „იუვემ“ ის სახლში შექმნა.
პიანიჩი 6 – წინა ორ მატჩთან შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ საუკეთესო კონდიციაში არაა.
რემზი 6 – ცდილობს, რომ ფორმაში შევიდეს.
რაბიო 6 – თამაშის დაბალი ტემპი დაეხმარა. ბევრი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არც გაუფუჭებია.
მატუიდი 6 – შედეგის შესანარჩუნებლად ბრძოლაში ჩაერთო.
ბერნარდესკი 7 – თამაშის დიდი სურვილი ჰქონდა. დიბალას ქუსლით საოცარი პასი გაუკეთა, თავადაც ახლოს იყო ულამაზეს გოლთან მაგრამ ძელმა ხელი შეუშალა.
დიბალა 7.5 – „იუვეში“ საუკეთესო იყო, ლამაზ გოლამდეც. კორონავირუსის შემდეგ ის ფორმაში ბრუნდება.
დუგლას კოშტა შ.გ – მხოლოდ 10 წუთი ითამაშა.
რონალდუ 6.5 – პენალტი გაიტანა, მაგრამ საგოლე მომენტები გაანიავა. თუმცა, მცირე პროგრესი შეინიშნება.