ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ბირინდელიმ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მაურიციო სარის სათამაშო სტილში თამაში ძალიან უჭირს.
„მეჩვენება, რომ სარის სათამაშო სტილში რონალდუ ცოტა იკარგება. გუნდის ევოლუცია ეწინააღმდეგება ლიდერის და ისეთი შესანიშნავი ფეხბურთელის მახასიათებლებს, როგორიც კრიშტიანუა“, – თქვა ბირინდელიმ.
შეგახსენებთ, რომ ალესანდრო ბირინდელი „იუვენტუსში“ 1997-2008 წლებში თამაშობდა.