ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო ბირინდელიმ „ბებერი ქალბატონის“ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ანდრეა პირლო გუნდის კრიზისზე პასუხისმგებელი ნაკლებადაა.
„ტელევიზორიდან ისე ჩანს, რომ ეს „იუვე“ ნაკლებად დარწმუნებულია გამარჯვებაში და ზოგჯერ არც ისე ფხიზლად თამაშობს. ამ მომენტში პირლო ყველაზე ნაკლებად არის პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე. „იუვეს“ სურს კონკურენტუნარიანი იყოს იტალიაში და მოიგოს ევროპაში, მაგრამ მორატას ალტერნატივაც არ ჰყავს და სხვებს ისეთ გაჭირვებაში აგდებენ, როგორც ახლა კულუშევსკი ჩააგდეს. შემადგენლობას დამაგვირგვინებელ ფაზაში რაღაც აკლია“, – თქვა ბირინდელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 46 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად იყოფს და დღეს 25-ე ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს.