ფედერიკო ბერნარდესკის „იუვენტუსში“ დარჩენა უნდა, მაგრამ კლუბს მის გაყიდვა ურჩევნია.
იტალიელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში 24 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 12-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მაურიციო სარის გეგმებში მაინც და მაინც, არ ჯდება.
ფედერიკოს ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული და მისი სურვილია შავ-თეთრებში დარჩენა. Calciomercato-ს ინფორმაციით, ფეხბურთელი ახლა მხოლოდ სეზონის განახლებაზეა კონცენტრირებული. სატრანსფერო სიახლეები უფრო მეტად წინა პლანზე ზაფხულში წამოიწევს.