ფედერიკო ბერნარდესკი ზაფხულში „იუვენტუსს“ დატოვებს. ამის შესახებ Sky sport-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
როგორც მან განაცხადა, დეიან კულუსევსკის ტრანსფერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა. შვედს აქვს მსგავსი მახასიათებლები და ტურინში ფსონს უკვე მასზე აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ბერნარდესკი 2017 წელს შეიძინა და იტალიელმა 94 მატჩში 9 გოლის გატანა მოახერხა.