ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ Sky Sport-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ „ინტერთან“ ჩამორჩენის მიუხედავად, სკუდეტოს მოგების ყველანაირი შანსი აქვთ. როგორც ფედერიკომ აღნიშნა, ისინი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.
„კარგად ვარ, „სპეციასთან“ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან მნიშვნელოვანი სიგნალი მივეცით. ვაფასებ მწვრთნელს, რაც ჩემზე თქვა, მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ გუნდისთვის, რადგან გრაფიკი მჭიდროა, ფეხბურთელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს და ამიტომ, მას მადლობას ვუხდი სიტყვებისთვის.
ვფიქრობ, რომ კარგი სეზონი გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში ცოტათი ჩამოვრჩით. ჩვენგან უფრო მეტის მოლოდინი იყო, მაგრამ ცოცხლები ვართ და ჯერ კიდევ ძალიან გვჯერა გამარჯვებისთ. წინ კიდევ ბევრი თამაშია და ყველა თამაშის მოგება გვინდა, რადგან „იუვენტუსი“ ვართ.
რა თქმა უნდა, „ლაციოსთან“ რთული მატჩია, ბოლო დროს „ლაციოსთან“ გვიჭირდა, მაგრამ სახლში ვთამაშობთ და ეს რაღაცას დამატებით მოგვცემს. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ტიფოზები გვაკლია, ის ყოველთვის ჩვენი საშინაო სტადიონია. რთული თამაში იქნება, ბრძოლა, დაძაბული, მაგრამ თუ „იუვეში“ თამაშობ, დადებით შედეგს უნდა მიაღწიო.
„პორტუ“? ამჯერად მთელი ფიზიკური და მენტალური ენერგია „ლაციოსთან“ მატჩში უნდა ჩავდოთ. კვირა დილიდან შეგვეძლება „პორტუზე“ ფიქრი, კიდევ ერთ ძალიან რთულ მატჩზე. უნდა აღმოფხვრათ პირველი მატჩის შედეგი, მაგრამ „იუვეს“ ამის უნარი აქვს“, – თქვა ბერნარდესკიმ.