მილანის „ინტერის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ განაცხადა, რომ იტალიაში ჯორჯო კიელინი საუკეთესო მცველია.
„პოზიციის ინტერპრეტაციის თვალსაზრისით, ყურადღებით, სიტუაციის წაკითხვით და დაცვის ხელმძღვანელობით, იტალიაში ჯორჯო კიელინი საუკეთესო მცველად რჩება. წელს მას ორმაგი მოტივაცია ექნება,რადგან ეცდება აინაზღაუროს ის, რაც გასულ სეზონში გაუცდა, რომელიც ტრავმის გამო გამოტოვა“, – თქვა ბერგომიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ახალ სეზონს კვირას, 22:45 საათზე გენუის „სამპდორიასთან“ საშინაო მატჩით გახსნის.