ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ როდრიგო ბენტანკურს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ურუგვაელი ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იმყოფება და იქ გამოჯანმრთელებამდე დარჩება.
ანდრეა პირლოს გუნდისთვის ეს დამატებითი პრობლემაა, რადგან მჭიდრო გრაფიკისა და თანაც „ლაციოსთან“, „პორტუსთან“ და „ნაპოლისთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოკლება, კარგი არ არის.
აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ არტურ მელო ტრავმირებული ჰყავს და მისი ერთადერთი შემცვლელი აქამდე ბენტანკური იყო.