ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა “სამპდორიასთან” (2:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თამაშიდან თამაშამდე იფიქრონ.
„ვიცით, რომ თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ, დღეს გამარჯვების გარდა სხვა ალტერნატივა არ გვქონდა და მოვიგეთ. კმაყოფილი ვარ, დავიბრუნე ფიზიკური კონდიცია, თავს კარგად ვგრძნობ და ყველანი კარგად ვართ ნახევარდაცვაში. ვინც მოედანზე გადის, სურს გუნდისთვის უკეთესი გააკეთოს.
ჩემთვის ფავორიტი პოზიცია? უფრო მეტად რეჯისტა, მაგრამ ცენტრალური საყრდენის გვერდითაც კარგად ვგრძნობ თავს, კართან უფრო ახლოს ვარ.
დარტყმა? ვცდილობ, ვარჯიშის შემდეგ ვრჩები და ამაზე ვვარჯიშობ, ვფიქრობ, ცოტა თავდაჯერება და ნდობა მაკლია ამ კუთხით, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ჩემი თანაგუნდელები ზრუნავენ გოლების გატანაზე“, – თქვა ბენტანკურმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ იტალიის თასზე 2 თებერვალს „ინტერს“ სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო სერია A-ში მომდევნო მატჩი შინ „რომასთან“ ელოდება.