მთავარი / სიახლეები / ბენტანკური: “ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლის გამო”
ბენტანკური: “ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლის გამო”

ბენტანკური: “ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლის გამო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა სადებიუტო გოლი „უდინეზეს“ კარში გაიტანა.

ნამატჩევს ურუგვაელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და გოლი დედას მიუძღვნა.

„ბედნიერი იმ თამაშით, რომელიც ჩავატარეთ და ასევე სადებიუტო გოლის გამო. გოლს დედაჩემს ვუძღვნი, რომელიც ზეციდან მიყურებს. კიდევ ერთი გამარჯვება კი ბედნიერებას მანიჭებს. „იუვეს“ ყოველთვის გამარჯვება უნდა შესაბამისად, უნდა შევეგუოთ ამ ფაქტს და ასეთი გზით გავაგრძელოთ სიარული“, – აღნიშნა ბენტანკურმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ს 8 ტურის შემდეგ 14 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას კი 20 ოქტომბერს, ტურინში, „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

კუადრადოს ახალი კონტრაქტი მზადაა

ლეონარდო ბონუჩის შემდეგ „იუვენტუსი“ მზადაა კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუფორმოს ახალი კონტრაქტი. იტალიური მედიის ცნობით, ყველა …

ემრე ჯანი: “თავს ტურინში ვხედავ, მაგრამ სიტუაცია უნდა შეიცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, ემრე ჯანის განცხადებით, მომავალს ტურინში ხედავს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ სიტუაცია შეიცვალოს. …