კატალონიის „ბარსელონა“ ამხანაგურ მატჩს ტარაგონას „ხიმნასტიკის“ წინააღდეგ ჩაატარებს, მაგრამ ამ მატჩში ლუის სუარესი არ ითამაშებს.
რონალდ კუმანმა ურუგვაელი განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა და იტალიური მედიის ცნობით, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ სუარესი „იუვეში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ლუისის გარდა, განაცხადში არტურო ვიდალიც ვერ მოხვდა, რომელსაც იტალიაში დღეს ელოდებიან, თუმცა „იუვენტუსის“ ყოფილი ნახევარმცველი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს.
ლუის სუარესს რაც შეეხება, ჯერჯერობით ყველაფერი მაინც გადაწყვეტილი არაა. იტალიური პრესა კვლავ წერს ედინ ჯეკოს ვარიანტზეც, რადგან სუარესის ტრანსფერი ძალიან გაიწელა. სავარაუდოდ მომდევნო კვირაში ყველაფერი საბოლოოდ უნდა გაირკვეს.