Mediaset-ის ჟურნალისტმა ჯანი ბალცარინიმ განაცხადა, რომ ზაფხულში „იუვენტუსი“ პეპ გვარდიოლასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა.
თუმცა, ბალცარინი ამაში განსაკუთრებულად სენსაციურ და მოულოდნელ ამბავს არ ხედავს.
„დიახ, ზაფხულში იყო შეხვედრა, მხარეები ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მილანის სასტუმროში. მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან დიდი გუნდები სეზონში ათ სხვადასხვა მწვრთნელთან მაინც საუბრობენ, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ. ჩემი აზრით, პირიქით რომ ყოფილიყო, უცნაური იქნებოდა“, – განაცხადა ბალცარინიმ.