მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 77)

Sofo Erkvania

პოზიტიური ნიშნები დეპაის ტრანსფერზე

ტურინის „იუვენტუსი“ „ბარსელონას“ თავდამსხმელის, მემფის დეპაის ტრანსფერს უახლოვდება. რომეო აგრესტის ინფორმაციით, ნიდერლანდელი თავდამსხმელის აგენტებსა და ტურინელებს შორის პოზიტიური კონტაქტია და კონტრაქტიც მზადაა. დეპაის „იუვე“ ორწლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. თუმცა, ტრანსფერისთვის საჭიროა, რომ „ბარსელონამ“ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუწყვიტოს. ასეთ შემთხვევაში „იუვენტუსი“ მის დამატებას უფასოდ შეძლებს. საინტერესოა, რომ „ბებერ ქალბატონს“ საკომისიოს გადახდა არც აგენტებისთვის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” შეთანხმებას მიაღწია – კოსტიჩი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველ ფილიპ კოსტიჩს დაიმატებს. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება. წყაროს თანახმად, კლუბები შეთანხმდნენ და გერმანელები 17 მილიონ ევროს მიიღებენ, რასაც ბონუსებიც დაემატება. სერბი ფეხბურთელი შესაძლოა დღეს საღამოს უკვე ტურინში იყოს და ხვალ დილით სამედიცინო შემოწმება გაიაროს, ხოლო მისი დებიუტი 15 აგვისტოს, „სასუოლოსთან“ მატჩშია მოსალოდნელი. ფილიპ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” დეპაის აგენტებთან კონტაქტი აქვს

ტურინის „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე თავდამსხმელს ეძებს და მემფის დეპაის ვარიანტი იტალიურ მედიაში ბოლო დროს ძალზე აქტიურია. როგორც რომეო აგრესტი იტყობინება, ტურინელებს ნიდერლანდელი შემტევის წარმომადგენლებთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა, ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია. მემფის დეპაი „ბარსელონას“ ტრანსფერზე ჰყავს დაყენებული და ესპანურ კლუბს მიმდინარე ზაფხულს დიდი ალბათობით დატოვებს.

სრულად წაკითხვა »

იტალიელი ჟურნალისტი: “ალეგრი რომ ვიყო, შემრცხვებოდა”

იტალიელმა ჟურნალისტმა მასიმო ბრამბატიმ მასიმილიანო ალეგრი გააკრიტიკა და თქვა, რომ მის ადგილზე რომ იყოს, შერცხვებოდა. ბრამბატისთვის გაუგებარია ალეგრის მიერ გაკეთებული განცხადებები. „ასეთი რამ არასდროს მინახავს, ცხადია, „იუვენტუსზე“ ვსაუბრობ. ალეგრი რომ ვიყო, შემრცხვებოდა. „ატლეტიკოსთან“ თამაშის დაწყებამდე თქვა, რომ კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე კარგად იმუშავა, მატჩის შემდეგ კი თქვა, რომ ჩვენ ეს ვართ. …

სრულად წაკითხვა »

რაბიო “მანჩესტერში” ტრანსფერთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ადრიენ რაბიო შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს – ინგლისელები 18 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი ევრო დაემატება. თუმცა, ახლა „მანჩესტერმა“ შეთანხმებას რაბიოს აგენტთან, დედამისთან პირად კონტრაქტზე უნდა მიაღწიოს. შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიო „იუვენტუსმა“ 2019 წელს …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი ტრავმირებულია და სეზონს სტარტს გამოტოვებს

ვოიცეხ შჩესნი ტრავმირებულია და სეზონის სტარტს გამოტოვებს. პოლონელმა მეკარემ „ატლეტიკოსთან“ მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ფეხში დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მარცხენა ბარძაყის დაბალი ხარისხის დაზიანებაა, რის გამოც შჩესნი მინიმუმ 20 დღეს იუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონის სტარტი გაუცდება, რადგან სერია A მომავალ უქმეებზე იწყება. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კოსტიჩის ტრანსფერთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან და დიდი შანსია, რომ სერბი ფეხბურთელი მალე იტალიაში გადაბარგდეს. „იუვენტუსი“ ბონუსების ჩათვლით 15 მილიონ ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ კოსტიჩს „აინტრახტთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომაც, მისი მისი უფრო დაბალია. კოსტიჩი „აინტრახტში“ 2018 წლიდან …

სრულად წაკითხვა »

ნიკოლო ფაჯოლი “იუვესთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ნიკოლო ფაჯოლი დიდი ალბათობით „იუვენტუსში“ დარჩება. Tuttosport-ის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილია იმით, რაც ფაჯოლიმ პრესეზონზე აჩვენა და მზადაა მას შანსი სეზონშიც მისცეს. ნიკოლოს კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და წყაროს თანახმად, მას 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. ახალგაზრდა მოთამაშის აგენტებსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლი „იუვეს“ აკადემიის აღზრდილია, …

სრულად წაკითხვა »

რუგანი შესაძლოა “სამპდორიაში” გადავიდეს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი შესაძლოა გენუის „სამპდორიაში“ გადავიდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, გენუელებმა ტრანსფერზე მუშაობა დაჩქარებულ ტემპში დაიწყეს. რუგანის „გალათასარაიც“ იწვევს და კონკრეტული შეთავაზეც არსებობს, მაგრამ 28 წლის მცველს იტალიაში დარჩენა ურჩევნია. მისთვის „ემპოლი“ და „ვერონაც“ იბრძვიან, მაგრამ „სამპდორია“ ფავორიტად მიიჩნევა. თავის მხრივ, „იუვე“ წინააღმდეგი არაა რუგანის შეელიოს, რადგან იტალიელმა ფეხბურთელმა …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ანიელიმ და ჯონ ელკანმა “იუვენტუსის” ფეხბურთელებს მიმართეს

ტურინის „იუვენტუსმა“ ვილარ პეროზაში სეზონისწინა ტრადიციული ამხანაგური მატჩი გამართა მეორე გუნდთან. პრეზიდენტი ანდრეა ანიელი და კლუბის მფლობელი ჯონ ელკანიც იქ იყვნენ, რომლებმაც ფეხბურთელებს მიმართეს. თავიდან სიტყვით ანიელი გამოვიდა: „აქედან, ვილარ პეროზას მოედნიდან დაიწყო ყველა უდიდესი ჩემპიონის გზა ვინც ამ მაისურს ატარებდა 1950 წლიდან მოყოლებული. სივორიდან პლატინამდე, დელ პიეროდან ზიდანსა და …

სრულად წაკითხვა »