ტურინის „იუვენტუსს“ არკადიუშ მილიკი უბრუნდება. დღეს პოლონელმა ფეხბურთელმა ნაწილობრივ ივარჯიშა და 1-ელ აპრილს, „ვერონასთან“ მატჩისთვის მზად იქნება. ეს უდავოდ კარგი ამბავია მასიმილიანო ალეგრისთვის, რადგან მილიკს შეტევაში დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. პოლონელმა ტრავმა 29 იანვარს, „მონცასთან“ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ ლაზარეთში იყო. გარდა ამისა, „იუვე“ მილიკის გამოსყიდვაზე მუშაობს. ტურინში ფეხბურთელით …
სრულად წაკითხვა »Sofo Erkvania
ჯიჯი ბუფონი “იუვეზე”, პსჟ-ზე, იტალიის ნაკრებზე, კარიერაზე, ალეგრიზე, სარისა და ბევრ სხვა თემაზე…
ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც ამჟამად „პარმაში“ თამაშობს, Bobo TV-ის სტუმარი იყო. ეს არის გადაცემა, რომელიც კრისტიან ვიერის, ანტონიო კასანოს, დანიელე ადანის და ნიკოლო ვენტოლას მიჰყავთ. ჯიჯიმ სწორედ მათ შეკითხვებს უპასუხა და არაერთი საინტერესო ამბავი გაიხსენა. კასანოს „იუვეში“ გადაბირებაზე: „ვცდილობდი კასანოს „იუვეში“ მოყვანას. მას კარგად ვიცნობ, მიყვარს, თავისი …
სრულად წაკითხვა »ადრიენ რაბიო: “იუვეში” დარჩენა მინდა, -15 ქულითაც შეგვიძლია ოთხეულში მოხვედრა”
ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ Tuttosport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან ბევრ თემაზე ისაუბრა. ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, რომ ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს და კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. თუმცა, აღნიშნა, რომ ჯერ ამ თემაზე არ უსაუბრიათ. ასევე რაბიოს აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა „იუვეს“ დაკლებული 15 ქულის მიუხედავად მაინც შეუცვლია. – ადრიენ …
სრულად წაკითხვა »ფაქტები და სტატისტიკა “ინტერი” – “იუვეს” მატჩიდან
ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 27-ე ტურში „ინტერი“ სტუმრად ფილიპ კოსტიჩის გოლით დაამარცხა. გთავაზობთ ფაქტებსა და სტატისტიკას, რომელიც ამ მატჩის შედეგად დაფიქსირდა. „იუვენტუსმა“ მიმდინარე სეზონში სერია A-ს ორივე მატჩი „ინტერთან“ ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვია, რაც 1976-1977 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. გარდა ამისა, 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეინახა …
სრულად წაკითხვა »ბრიატორე: “ხელით თამაში იყო, მაგრამ “იუვემ” გამარჯვება დაიმსახურა”
ტურინის „იუვენტუსის“ ცნობილმა გულშემატკივარმა ფლავიო ბრიატორემ განაცხადა, რომ „ინტერთან“ გოლის მომენტში ხელით თამაში იყო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა დამსახურებულად მოიგო. „იუვეს“ 15 ქულა წაართვეს და არ მგონია, ეფექტური არგუმენტი იყოს, რომ ეხმარებიან. ხელით თამაში იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მსაჯმა მიიღო. თუმცა, შეცდომები იყო, როგორც „ინტერის“ წინააღმდეგ, ასევე ჩვენს წინააღმდეგ. „ინტერს“ საკმარისი …
სრულად წაკითხვა »ფაჯოლის აგენტი: “ნიკოლოს მიზანია “იუვეს” ლეგენდა გახდეს”
ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და 22 წლის ფეხბურთელის პროგრესზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ნიკოლოს მიზანია „იუვეს“ ლეგენდა გახდეს. „ნიკოლო უფრო უკეთ თამაშობს იმ მატჩებში, რომელთა მნიშვნელობა უფრო დიდია. ეს იმიტომ ხდება, რომ ის ძლიერი ხასიათით გამოირჩევა. იტალიის ნაკრები? ნაკრებს ახალგაზრდა ფეხბურთელები სჭირდება და ნიკოლო ერთ-ერთი …
სრულად წაკითხვა »მოჯი: “მუნდიალის ფინალში თითქოს “იუვე” A “იუვე” B-ს ეთამაშებოდა, მსაჯების მოსყიდვა არაფერში გვჭირდებოდა”
ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ „იუვენტუსსა“ და კალჩოპოლიზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მსაჯების მოსყიდვა „იუვეს“ არაფერში სჭირდებოდა, რასაც 2006 წლის მუნდიალის ფინალიც ადასტურებს, როდესაც მოედანზე „იუვენტუსის“ ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო. „შეხედეთ, ბევრი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემთან იმუშავა, კარგი მწვრთნელი გახდა, საუკეთესოებს შორის არიან დეშამი, ზიდანი, კონტე, გასპერინი. ყველანი ჩემთან …
სრულად წაკითხვა »ლოკატელის ინტერვიუ მიზნებზე, ფაჯოლიზე, “ინტერთან” მოგებასა და სხვა თემებზე
ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მანუელ ლოკატელიმ კლუბის ოფიციალურ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. „ინტერთან“ მატჩზე: „როდესაც გვიან საღამოს ვთამაშობთ, ადრენალინი გვაქვს და უფრო გვიან ვიძინებთ. „სან სიროზე“ „ინტერის“ წინააღმდეგ გამარჯვება განსაკუთრებით ლამაზია, გარდა ამისა, შესანიშნავად ვითამაშეთ. ასეთი მოგება სასიამოვნო იყო. ბედნიერი ვარ ამის გამო, მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო …
სრულად წაკითხვა »დეშამი: “რაბიო ძალიან კარგად თამაშობს და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ადრიენ რაბიოზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ძალიან კარგად თამაშობს. დეშამი რაბიოს საფრანგეთის ნაკრებისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად განიხილავს. „ადრიენმა მსოფლიოს ჩემპიონატამდეც კარგად ითამაშა და შემდეგაც. ის ძალიან კარგად თამაშობს, რჩება ისეთივე მნიშვნელოვან ფეხბურთელად, როგორადაც ყოველთვის მივიჩნევდით“, – თქვა დეშამმა. შეგახსენებთ, რომ ადრიენ რაბიომ მიმდინარე სეზონში …
სრულად წაკითხვა »ფედერიკო კიეზას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, ის ნაკრებში არ წავა
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ფეხბურთელს ტრავმა არ აღენიშნება, მაგრამ უნდა დაისვენოს და მისი მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება. კიეზა “ინტერთან” მატჩში მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ 17 წუთის შემდეგ შეცვალეს, რადგან პრობლემა ჰქონდა. მსგავსი რამ მანამდე “ფრაიბურგთან” ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაშიც მოხდა. …
სრულად წაკითხვა »