მთავარი / Sofo Erqvania (გვერდი 317)

Sofo Erqvania

“იუვეს” აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე დაეცა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ მარცხი „იუვენტუსისთვის“ არამხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური თვალსაზირისთაც დიდი დარტყმა გამოდგა. იტალიური მედიის ცნობით, მადრიდში წაგების მერე ტურინელთა აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 10%-ით დაეცა. შედეგად, თუ „იუვე“ მეოთხედფინალში ვერ გავა დაახლოებით 10.5 მილიონ ევროს იზარალებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 12 მარტს ტურინში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

Corriere Dello Sport: “მანჯუკიჩმა ყველაზე ცუდად ითამაშა”

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონის უცუდესი თამაში მადრიდში ჩაატარა და „ატლეტიკოსთან“ 0:2 წააგო. ავტორიტეტულმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა ფეხბურთელებს 10-ქულიანი სისტემით შეაფასა. ხსენებული გამოცემის ვერსიით, ტურინელთაგან საუკეთესო ვოიცეხ შჩესნი იყო, ხოლო ყველაზე ცუდი შეხვედრა მარიო მანჯუკიჩმა ჩაატარა, რომელმაც ორი „საგოლე პასი“ ჩაიწერა აქტივში. შჩესნი – 6.5 დე შილიო – 5.5 ბონუჩი – …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი ძანიოლოს აგენტს მადრიდში შეხვდა

ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველის ნიკო ძანიოლოს ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს. ამისთვის საწყისი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. Tuttosport-ის ინფორმაციით, სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი ძანიოლოს აგენტ კლაუდიო ვიგორელის მადრიდის სასტუმროში შეხვდა. შეხვედრა Hotel Gran Melia Fenix-ში შედგა, სადაც თავის დროზე კრიშტიანუ რონალდუსთან დაიწყო მოლაპარაკებები და საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა ფაქტია …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “20 დღე გვაქვს”

მასიმილიანო ალეგრის განცხადებით, „იუვეს“ 20 დღე აქვს სიტუაციის შესაცვლელად. ამის შესახებ მაქსმა სოციალურ ქსელში დაწერა. „20 დღე. 20 დღე, რომ მზად ვიყოთ ცოცხალი გამოწვევისთვის და გამარჯვებისთვის. ყველა ერთად. Fino alla fine”, – დაწერა ალეგრიმ სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ „იუვესა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო შეხვედრა 12 მარტს ტურინში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

პირლო: “როდესაც “იუვეს” ფეხბურთელი ხარ, ზეწოლას თავი უნდა გაართვა”

ტურინის „იუვენტუსის“ თამაშ „ატლეტიკოსთან“ ანდრეა პირლომ შეაფასა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, „იუვესგან“ თამაშის სურვილი ვერ დაინახა. „ასეთი ზეწოლა ნორმალურია, როდესაც მსგავსი მაღალი მიზნისთვის თამაშობ. როდესაც „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ხარ, ასეთ ზეწოლას თავი უნდა გაართვა და აჩვენო ის, რაც გაქვს. სამწუხაროდ, ამ საღამოს ეს ვერ ვნახე. სამაგიეროდ ვნახე გუნდი პიროვნების გარეშე და მცირე …

სრულად წაკითხვა »

მორატა: „ეს არასოდეს გამეორდება“

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა ალვარო მორატამ „იუვენტუსთან“ გოლი გაიტანა, თუმცა გააუქმეს. სანამ ვიდეორეფერი გოლს გააუქმებდა, მანამდე ესპანელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი აღნიშნა. ამის შესახებ ალვარომ მატჩის მერე განმარტება გააკეთა: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, „იუვე“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ტურინში ადვილი არაფერი იქნება, ომს ველოდებით. მინდა, ჩემს ყოფილ ქომაგებს მივესალმო, წარსულში …

სრულად წაკითხვა »

კაპელო: “ჯარიმა არ იყო, ბონუჩი პატარა შეხებაზეც ეცემოდა”

„იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. ლეგენდარული სპეციალისტის განცხადებით, ტურინელებმა კარგად იცოდნენ, რომ მეტოქე სტანდარტების დროს სახიფათო იყო, მაგრამ გოლები მაინც ამ მდგომარეობიდან გაუშვეს. გარდა ამისა, ლეონარდო ბონუჩი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხიმენესი გოლის დროს ჯარიმა არ ყოფილა. „იუვენტუსი“ ძალიან არ მომეწონა. ეს არ იყო გუნდი, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

დელ პიეროს და პირლოს კომენტარები მატჩის შემდეგ

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა ანდრეა პირლომ და ალესანდრო დელ პიერომ „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირეს: „იუვეს“ სტადიონის შიში ჰქონდა? გუნდს, რომელსაც მეტოქის სტადიონის ატმოსფერო აშინებს, ჩემპიონთა ლიგის მოგების იმედი არ უნდა ჰქონდეს“, – თქვა პირლომ. კომენტარი გააკეთა ალესანდრო დელ პიერომაც: „იუვემ“ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ვნახეთ. ალეგრი ამ …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “ორი მსგავსი გოლი გავუშვით, თუმცა შეიძლება გამოსწორება”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ატლეტიკოსთან“ (0:2) მატჩის შემდეგ ისაუბრა: „ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, მაგრამ ისე არ მოხდა ყველაფერი, რისი იმედიც გვქოდა. თუმცა, საბედნიეროდ საპასუხო მატჩი წინაა. დარწმუნებული ვარ მეორე მატჩს უკეთ ჩავატარებთ და დღევანდელ შეცდომებს არ გავიმეორებთ. ორი მსგავსი გოლი გავუშვით, იყო ამ შემთხვევაში გარკვეული უყურადღებობა და ისინი …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “საპასუხო თამაში წინაა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ატლეტიკოსთან“ (0:2) მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა. ჯორჯოს განცხადებით, „იუვეს“ შეუძლია ჩამორჩენის აღმოფხვრა. „ეპიზოდები ცვლიან თამაშის სურათს და ჩვენ სტანდარტულების გამო წავაგეთ. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ტურინში შეგვიძლია ბრძოლა. სამი კვირა დარჩა, საპასუხო თამაშში გავიმარჯვებთ“, – თქვა კიელინიმ. შეგახსენებთ, რომ საპასუხო …

სრულად წაკითხვა »