მთავარი / Sofo Erqvania (გვერდი 316)

Sofo Erqvania

ნედვედი: “ახალი მწვრთნელი? ჯერ მხოლოდ განხილვის ეტაპზე ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა განაცხადა, რომ მომავალი მთავარი მწვრთნელის საკითხი მხოლოდ განხილვის სტადიაშია. გარდა ამისა, ჩეხმა მასიმილიანო ალეგრის გაწეული სამუშაო შეაფასა და თქვა, რომ მან განუმეორებელ შედეგებს მიაღწია. „ერთი რამ უნდა განვმარტო: ვწუხვარ, რომ პრესკონფერენციაზე არ ვიყავი სამუშაო მიზეზით და ძალიან ვწუხვარ. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ციკლი ბუნებრივად დასრულდა …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ფანტასტიკური 5 წელი იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ბოლო საშინაო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მაქსის განცხადებით, კლუბმა სწორი ნაბიჯი გადადგა. „იუვენტუსისთვის“ სწორი გადაწყვეტილებაა ურთიერთობის დასრულება. „აიაქსის“ შემდეგ იყო იდეა წინ წასვლის, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ეს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა და ამისშესახებ პარასკევ დილით მაცნობეს. შესანიშნავი იყო, რომ პრეზიდენტი ჩემთან ერთად გავიდა სტადიონიდა. 5 სკუდეტო ბევრია …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი ტურინში 1 წლის შემდეგ დაბრუნდა [VIDEO]

ჯანლუიჯი ბუფონი 2018 წლის 19 მაისს გააცილეს “იუვენტუსიდან”. ზუსტად 1 წლის შემდეგ ჯიჯი ტურინში დაბრუნდა და “იუვე” – “ატალანტას” მატჩს მიადევნა თვალი. ბუფონმა ანდრეა ბარძალი ფეხბურთიდან, ხოლო მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსიდან” გააცილა და თამაშის დაწყებამდე ვიდეოც ჩაწერა “ალიანც სთედიუმის” წინ. სხვათა შორის, იგივე ფერნანდო ლორენტემაც გააკეთა, რომელიც ასევე დაესწრო თამაშს.

სრულად წაკითხვა »

ბარძალი კორიდორით გააცილეს [VIDEO]

ანდრეა ბარძალიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ლეგენდარულ მცველს “ატალანტასთან” მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა კორიდორი მოუწყვეს და ამ ჟესტით გააცილეს. ანდრეამ ამავე მატჩში “იუვეს” უკაპიტნა და 61-ე წუთზე შეცვალეს, მერე კი ქომაგებს დაემშვიდობა. შეგახსენებთ, რომ ბარძალიმ 2011-2019 წლებში “იუვეს” რიგებში 280 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. რვაჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ოთხ-ოთხჯერ კი …

სრულად წაკითხვა »

ანიელი: “ალეგრის გათავისუფლება იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პრესკონფერენცია გამართა და მასიმილიანო ალეგრის მადლობა გადაუხადა. ანიელის განცხადებით, ეს იყო ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მიუღია. „დღეს ახალი მწვრთნელის შესახებ არ ვილაპარაკებ, რადგან აქ ვართ ალეგრის საზეიმოდ გასაცილებლად, რომელმაც „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა. მისი შედეგები საოცარია, ეს კი შესაფერისი მომენტია კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ციკლის დასახურად. …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი ინძაგის შეხვდა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი ფავორიტი სიმონე ინძაგია. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, ფაბიო პარატიჩი რომის „ლაციოს“ მომქედ თავკაცს უკვე შეხვდა და ტურინში გადაბარგების შესახებ ესაუბრა. შეხვედრის დეტალები ამ ეტაპზე არ გაჟღერებულა. ინძაგის გარდა, განიხილებიან მაურიციო სარის, დიდიე დეშამის, მაურიციო პოჩეტინოსა და სინიშა მიხაილოვიჩის კანდიდატურები. …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მადლობა, გამარჯვებულ “იუვენტუსს” ვტოვებ”

„ალიანც სთედიუმის“ საპრესკონფერენცია დარბაზში ანდრეა ანიელიმ და მასიმილიანო ალეგრიმ მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ალეგრის გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ. „მადლობა პრეზიდენტს ლამაზი სიტყვებისთვის. მადლობა ბიჭებს იმისთვის, რაც გააკეთეს. ჩვენ ბევრი კმაყოფილება გამოვიარეთ. გამარჯვებულ გუნდს ვტოვებ. ხელმძღვანელობამ სიტუაცია შეაფასა და მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მწვრთნელები მე აღარ ვიქნები. მაგრამ ეს არაფერს …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ ალეგრის: “მადლობა, სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა”

კრიშტიანუ რონალდუ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობა. პორტუგალიელმა მწვრთნელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაქსთან მუშაობა სასიამოვნო იყო. „მადლობა მისტერ! ჩვენ მხოლოდ ერთი წელი გავიზიარეთ, მაგრამ ეს საოცარი იყო, რადგან დიდი მწვრთნელი და შესანიშნავი ადამიანი ხარ. სასიამოვნო იყო შენთან მუშაობა“, – დაწერა რონალდუმ. აქვე გეტყვით, რომ ალეგრის გამოსამშვიდობებელი პოსტები სოციალურ ქსელში პაულო დიბალამ, …

სრულად წაკითხვა »