მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 22)

Sofo Erkvania

“იუვენტუსმა” ლოკატელი გამოისყიდა

მანუელ ლოკატელი ახლა უკვე „იუვენტუსის“ სრულფასოვანი ფეხბურთელია. „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ „სასუოლოდან“ მისი გამოსყიდვის ვალდებულება ავტომატურად გააქტიურდა. მოგეხსენებათ, ლოკატელი აქამდე „ბებერ ქალბატონში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა ამიერიდან მისი კონტრაქტი ტურინულ გრანდს ეკუთვნის. მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ „იუვენტუსი“ „სასუოლოს“ 25 მილიონ ევროს სამი ფინანსური წლის განმავლობაში გადაუხდის, რასაც შეიძლება დაემატოს 12.5 მილიონი ბონუსების სახით …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა ბარძალი “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, ფაჯოლისა და მირეტიზე…

„სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ ანდრეა ბარძალიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა, როგორც გუნდზე, ისე დუშან ვლაჰოვიჩზე, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლიზე. „გარდა თამაშისა, მნიშვნელოვანია როგორაა ვლაჰოვიჩი ფიზიკურად. ის კარგი გარანტიაა „იუვესთვის“, დი მარიასთან ერთად, რომელიც ამ ტემპით თამაშს თუ გააგრძელებს, მისი ყოლა ფუფუნებაა. უბრალოდ, საჭიროა სწორად მართვლა. უნდა ითქვას, რომ …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო მირეტის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, მოტეხილობა გამოირიცხა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფაბიო მირეტის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. 19 წლის ფეხბურთელი J Medical-ში ყავარჯნებით მივიდა, რამაც სერიოზული ტრავმის შიში კიდევ უფრო გაამძაფრა. თუმცა, ფაბიოს მოტეხილობა არ აღენიშნება, რაც კარგი ამბავია: „ფაბიო მირეტის მარცხენა კოჭის დაჭიმვის შემდეგ რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც გამორიცხა მოტეხილობები და ფეხბურთელი დაიწყებს სარეაბილიტაციო პერიოდს“, – ნათქვამია კლუბის …

სრულად წაკითხვა »

კალვო: “თავს დავიცავთ. პოგბა? გავრცელებულ ჭორებს უარვყოფ”

ტურინის „იუვენტუსის“ მენეჯერმა ფრანჩესკო კალვომ პოლ პოგბასთან კონტრაქტის შესაძლო გაწყვეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. გარდა ამისა, მან გამოძიებაზე გააკეთა კომენტარი. „პოგბა? ჭორები ჩვენც გავიგეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ, რომ კონტრაქტის გაწყვეტაზე ვფიქრობთ. ვხედავთ, რომ ენთუზიაზმით და მონდომებული ვარჯიშობს და მოედანზე ველოდებით. გამოძიება? კლუბმა ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილება უსამართლო …

სრულად წაკითხვა »

“სალერნიტანა” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 21-ე ტურში „სალერნიტანა“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით და ფილიპ კოსტიჩის გოლით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ დასჭირდა. დანილო 6 – მისთვის ჩვეულებრივი თამაში. ბრემერი 6.5 – მეორე სართულზე ყველა ბურთი მისია. ალექს სანდრო 6 – თავისი პოზიცია შფოთვის …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო: “სტვენა? არაფერი დამიშავებია, ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატია დე შილიომ „სალერნიტანასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდისთვის მაქსიმალურად იხარჯება და არაფერი დაუშავებია, შესაბამისად, არც ფანების სტვენა დაუმსახურებია. „თუ 3:0-ს ვიგებთ, თამაში მაინც უკეთ უნდა ვმართოთ, რადგან მნიშვნელოვანია თამაშის გოლგაუშვებლად მოგება, თუნდაც თავდაჯერებისთვის, თავმოყვარეობისთვის, ამიტომ, ყურადღება არასდროს უნდა მოვადუნოთ. სტვენა და შეურაცხყოფა ჩემს …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “გოლი ძალიან მჭირდება და დი მარიას მადლობელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა „სალერნიტანასთან“ მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და რამდენიმე მატჩის შემდეგ იდეალურ კონდიციაში იქნება. „ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ, რადგან ზედიზედ სამი შეხვედრა არ გვქონდა მოგებული. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და მადლობა გუნდს. მინდა მადლობა მწვრთნელსაც გადავუხადო …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სერია A-ში სტუმრად 3 ბურთით 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ში სამბურთიანი სხვაობით გასვლაზე 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო. „ბებერმა ქალბატონმა“ სალერნოში „სალერნიტანას“ 3:0 აჯობა და მანამდე ასეთი სხვაობით სტუმრად 2021 წლის მაისში ბოლონიაში ჰქონდა მოგებული – 4:1. სხვათა შორის, ეს იყო ანდრეა პირლოს ხელმძღვანელობით ბოლო თამაში. თავის მხრივ, ალეგრის ხელმძღვანელობით „იუვემ“ გასვლაზე 3 ბურთით 2019 წლის …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ადგილის შესანარჩუნებლად კიდევ 14 ქულა გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სალერნიტანასთან“ მოგების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, სეზონის დარჩენილ ნაწილში მინიმალური მიზანი კიდევ 14 ქულის დაგროვებაა, რომ სერია A-ში ადგილის შენარჩუნება მოახერხონ. „ბიჭებისგან კარგი პასუხი იყო, 60 წუთი კარგად ვითამაშეთ, 3:0-ის შემდეგ კი ცოტა ზედაპირულები ვიყავით და კარისკენ იმაზე მეტი დარტყმა მივიღეთ, …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩის დუბლით “იუვემ” “სალერნიტანა” დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს 21-ე ტურში სტუმრად „სალერნიტანას“ დაუპირისპირდა და იტალიის ჩემპიონატში სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი, როგორც იქნა, მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდა და იოლად მოიგო – 3:0. აღსანიშნავია, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში „იუვემ“ ერთზე მეტი გასვლით მატჩში პირველად გაიტანა. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა: ფაბიო მირეტის …

სრულად წაკითხვა »