მთავარი / Sofo Erqvania (გვერდი 181)

Sofo Erqvania

იგუაინის გმირობა

გონსალო იგუაინმა „ლეჩესთან“ მატჩში მეკარე გაბრიელთან შეჯახების შემდეგ თავის მძიმე ტრავმა მიიღო. იმ დროისთვის „იუვეს“ სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა და ამიტომ, „პიპიტამ“ გუნდის მოედანზე კაცნაკლულ დატოვებას, მტკივანი თავით თამაშის გაგრძელაბ ამჯობინა. არადა, არგენტინელს ტკივილი ძალიან აწუხებდა და მატჩის დასრულებისთანავე, აცრემლებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. გონსალოს გმირულმა საქციელმა კი, სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ ქომაგების …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “დე ლიხტის ბრალი არაა, რომ ლეჩეში ვერ მოვიგეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატიას დე ლიხტი დაიცვა და განაცხადა, რომ ხელით თამაში საჯარიმოში ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება დაემართოს. ლეოს აზრით, ჰოლანდიელმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და პროგრესს აუცილებლად მიაღწევს. „მსგავსი მომენტები სამწუხაროდ შეიძლება მოხდეს საჯარიმოში, ინსტიქტურად ითამაშო. თუმცა, დე ლიხტმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ეს შეიძლება ყველას დაემართოს. მას უზარმაზარი …

სრულად წაკითხვა »

“ლეჩე” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეცხრე ტურში „ლეჩესთან“ საგარეო მატჩში ქულები დაკარგა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – რამდენიმე უმნიშვნელო ჩართვა ჰქონდა თამაშში. დანილო 6 – მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. კუადრადო 6 – მარჯვენა ფლანგი მისი მეშვეობით უნდა აჩქარებულიყო. შესაძლოა, ძალიან გვიან ჩართეს თამაშში. …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “საგოლე მომენტები უფრო მეტად უნდა გამოვიყენოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლეჩესთან“ მატჩის შემდეგ ისაუბრა. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდმა მალე უნდა მოახერხოს განვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ქულებს ისევ დაკარგავს. „ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და ეს საყურადღებოა, რადგან როდესაც ბევრ მომენტს ქმნი და ვერ იტან, რისკია, რომ თამაშის სურათი შეიცვალოს. უნდა ვიმუშაოთ და მეტი სურვილი …

სრულად წაკითხვა »

მაურიციო სარიმ “ლეჩესთან” მატჩი შეაფასა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლეჩესთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი გუნდის მიერ გამოუყენებელი მომენტებით უკმაყოფილო დარჩა და აღნიშნა, რომ უფრო მეტად ყურადღებით უნდა ეთამაშათ. „იგუაინის ტრავმა? ნაკერები დასჭირდა, ადეკვატური იყო და ვფიქრობ, მალე დაგვიბრუნდება, საავადმყოფოში კი, გამოკვლევაზე გადაიყვანენ. პიანიჩის მდგომარეობის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი, არ ვიცი, როგორაა. …

სრულად წაკითხვა »

ორი ქულა ლეჩეში დარჩა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში „ლეჩესთან“ გასვლით მატჩში ორი ქულა დაკარგა და თუ დღეს „ინტერი“ მოიგებს, ლიდერობასაც დაკარგავს. მაურიციო სარის გუნდმა მორიგი უსახური თამაში ჩაატარა და „ვია დელ მარეზე“ ბურთის ფლობის გარდა, სხვა ვერაფრით გამოირჩა. იყო საგოლე მომენტებიც, განსაკუთრებით პირველ ტაიმში პაულო დიბალას და მეორე ნახევარში ფედერიკო ბერნარდესკის …

სრულად წაკითხვა »

ფაბიო პარატიჩი: “დე ლიხტით კმაყოფილები ვართ, ის მხოლოდ 20 წლისაა”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ლეჩესთან“ მატჩის წინ ისაუბრა და განაცხადა, რომ მატიას დე ლიხტით კმაყოფილები არიან. „ლეჩესთან“ რთული თამაშია, არამარტო სიცხის გამო, არამედ მეტოქე ძალიან კარგი გუნდია და გამართულ ფეხბურთს თამაშობს. დე ლიხტი? მისით ძალიან კმაყოფილი ვართ, მუდმივად თამაშობს და უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ 20 წლისაა. ჩემპიონთა ლიგის …

სრულად წაკითხვა »

ანიელიმ აქციონერებს 300 მილიონი მბაპეს ტრანსფერისთვის მოსთხოვა

ტურინის „იუვენტუსი“ მომავალ ზაფხულში „ახალგაზრდა რონალდუს“ ყიდვას აპირებს. ამის შესახებ იტალიური მედია სულ უფრო აქტიურად წერს. საუბარი კრიშტიანუ რონალდუს კალიბრის ტრანსფერზე, ოღონდ ახალგაზრდა ასაკის ფეხბურთელზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს კილიან მბაპე იქნება და „იუვე“ ზაფხულში ფრანგი ვარსკვლავისთვის გაიწევს. ნიშანდობლივია, რომ ანდრეა ანიელიმ კლუბის აქციონერებს 300 მილიონი ევრო მოსთხოვა და ვარაუდობენ, …

სრულად წაკითხვა »

როდის გაიმართება იტალიის სუპერთასი?

ტურინის „იუვენტუსს“ 2019 წლის იტალიის სუპერთასის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. საქმე ისაა, რომ ლეგა კალჩოს „იუვე“ – „ლაციოს“ მატჩის ჩატარების თარიღი ამ დრომდე არ დაუდგენია. Tuttosport-ის ვერსიით, შეხვედრა ახალ წლამდე აუცილებლად გაიმართება. ყველაზე რეალური თარიღი 23 დეკემბერია, მაგრამ ამ შეთხვევაში, 22 დეკემბერს, „სამპდორია“ – „იუვენტუსი“ და „ლაციო“ – „ვერონას“ მატჩები …

სრულად წაკითხვა »