მთავარი / Sofo Erkvania (გვერდი 11)

Sofo Erkvania

რაბიო: “ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ უფრო მეტის გატანა მინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ გენუის „სამპდორიასთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და შეხვედრის გმირი გახდა. „ზოგჯერ პასუხისმგებლობა მეც უნდა ავიღო, თუ ამის საჭიროებაა, დღეს მნიშვნელოვანი გოლები გავიტანე გამარჯვების მოსაპოვებლად და ბედნიერი ვარ. პირველი ტაიმით ნაკლებად კმაყოფილი ვარ, რომელიც კარგად დავიწყეთ, მაგრამ ორი გოლი გავუშვით, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

სულე: “ამ გოლს დებიუტის დღიდან ველოდი და ტირილი მომინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მატიას სულემ „სამპდორიასთან“ მატჩში (4:2) სადებიუტო გოლი გაიტანა, როგორც „იუვეს“ მაისურით, ისე სერია A-ში. როგორც მან აღნიშნა, ეს მისთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო. „ამ გოლს ველოდები მას შემდეგ, რაც სერია A-ში ვთამაშობ. ემოციებისგან ტირილი მომინდა. პირველი ჩემს ოჯახზე ვიფიქრე. ალეგრიმ შემტევ ნახევარმცველად კარგად თამაში დამავალა, მაგრამ ასევე …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ფრაიბურგთან” პოგბა არ იქნება, დი მარია ითამაშებს, კიეზა – ვნახოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის (4:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, არ შეიძლება, როდესაც 2:0-ს იგებ, გახსნილი თამაში ითამაშო. „დუშანმა კარგად ითამაშა, გოლებს მოგვიანებით გაიტანს, ალბათ „ფრაიბურგთან“. დღეს ახლოს იყო გოლთან, მშვიდად უნდა დარჩეს, ტექნიკურადაც კარგად ითამაშა. ყოველთვის ვეუბნები, რომ მშვიდად უნდა იყოს, ხანდახან ჩქარობს. ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “სამპდორია”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 26-ე ტურში გენუის „სამპდორია“ ადრიენ რაბიოს დუბლით, გლეისონ ბრემერისა და მატიას სულეს გოლებით 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. პერინი 6 – გოლებში ის უდანაშაულო იყო. ბრემერი 6 – გოლი გაიტანა, მაგრამ დაცვით ფაზაში შემაშფოთებელი სირთულეები ჰქონდა. ტრავმის გამო შეცვალეს. რუგანი შ.გ – მან ბოლო …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” “სამპდორია” უხვგოლიან შეხვედრაში დაამარცხა

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში გენუის „სამპდორიას“ შესუსტებული შემადგენლობით უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. „იუვესთვის“ თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, რადგან გლეისონ ბრემერისა და ადრიენ რაბიოს გოლებით 26-ე წუთისთვის 2:0 დაწინაურდა, მაგრამ 31-ე და 32-ე წუთებზე მოულოდნელად ორი გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა. მეორე ნახევარში „იუვეს“ ისევ შეტევა მოუწია, რამაც …

სრულად წაკითხვა »

ანჯელო დი ლივიო “იუვეზე”, ვლაჰოვიჩზე, პოგბაზე, კოსტიჩსა და “ფრაიბურგთან” მატჩებზე

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ Tuttosport-ს ინტერვიუ მისცა ანჯელო დი ლივიომ. ვეტერანმა ფეხბურთელმა ისაუბრა, „ფრაიბურგთან“ ჩატარებულ და მომავალ მატჩებზე, დუშან ვლაჰოვიჩზე, პოლ პოგბასა და ზოგადად კლუბზე. – როგორ დაინახეთ „ფრაიბურგთან“ „იუვენტუსი“? – სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი, როგორც თამაშის, ისე გოლების მხრივ. 2:0 უფრო მშვიდი ანგარიში იქნებოდა საპასუხო მატჩისთვის. საჭირო იყო რამდენიმე გოლით …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კიეზა და დი მარია დაისვენებენ, არ მეგონა, რომ ფაჯოლი ასეთი მოწიფული იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. თქვა, რომ პოლ პოგბა გუნდს დაუბრუნდა, ფედერიკო კიეზა და ანხელ დი მარია კი დაისვენებენ. „ხვალ შედარებით ადვილი თამაშია, მაგრამ მათ ბოლო ტურებში ქულები მოიპოვეს ან მათი დამარცხება მეტოქეებს გაუჭირდათ. პირველად ამ სეზონში შეგვიძლია „ინტერს“ 3 …

სრულად წაკითხვა »

კარლოს ტევესმა თავის სიმბოლურ ნაკრებში “იუვეს” 5 ფეხბურთელი შეიყვანა

ვეტერანმა ფეხბურთელმა კარლოს ტევესმა ESPN-თან ინტერვიუში დაასახელა სიმბოლური ნაკრები, რომელიც იმ ფეხბურთელებისგან შედგება, ვისთან ერთადაც მას საკლუბო თუ სანაკრებო კარიერაში უთამაშია. ტევესის რჩეულ 11-ეულში „იუვენტუსის“ ხუთი ყოფილი ფეხბურთელი მოხვდა. მათ შორის, ჯანლუიჯი ბუფონი, პატრის ევრა (ფრანგი „მანჩესტერშიც“ მისი თანაგუნდელი იყო), პოლ პოგბა და არტურო ვიდალი ტევესის თანაგუნდელები „იუვეში“ იყვნენ, ხოლო …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი ბოლო 35 წლის პერიოდის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო 35 წლის პერიოდის საუკეთესო 50 მეკარის სია გამოაქვეყნა. რეიტინგი დაჯამებულია თითოეული სეზონის საუკეთესო ოცეულის მიხედვით, რის შედეგადაც, 1987-2022 წლების პერიოდის საუკეთესო მეკარედ ლეგენდარული იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი დასახელდა, რომელიც 45 წლის ასაკშიც თამაშობს და ამჟამად „პარმას“ ღირსებას იცავს. ხუთეულში ასევე მოხვდნენ იკერ კასილიასი, …

სრულად წაკითხვა »

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ფრაიბურგის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ფრაიბურგი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას. „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე არასდროს დამარცხებულა ევროპა ლიგაზე, მას შემდეგ, რაც ამ ტურნირის უეფას თასის ნაცვლად ევროპა ლიგა ეწოდება (11 მატჩი, 4 მოგება, 7 ფრე). ყველა ტურნირზე ბოლო სამი თამაში გერმანული გუნდების …

სრულად წაკითხვა »