მთავარი / Giorgi Kheladze (გვერდი 6)

Giorgi Kheladze

რემზი: “იუვეში” სხვა მეთოდების ვარჯიშებია, ვიდრე ნაკრებში და ტრავმებს ამიტომ ვიღებ”

უელსის ნაკრების შეკრებაზე აარონ რემზიმ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ნაკრებში განსხვავებული ვარჯიშის მეთოდებია, ვიდრე „იუვენტუსში“ და ამის გამო ნაკრებში უფრო მეტ თამაშს ატარებს, ვიდრე კლუბში. „ფილოსოფია და ვარჯიშის მეთოდებული განსხვავდება ჩემი კლუბისგან. აქ ბევრი ადამიანია, რომლებმაც იციან ჩემთან მუშაობა და შესაბამისად, იციან, როგორ გამოავლინონ ჩემში საუკეთესო და ზედიზედ შევძლო …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და “იუვეს” დაუბრუნდა

ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ნაკრების შეკრება დატოვა და „იუვენტუსს“ შეუერთდა. ესპანეთთან მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ბონუჩი გააძევეს და 10 ოქტომბერს, მესამე ადგილისთვის შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. ამიტომაც, მისი ნაკრებში ყოფნის აუცილებლობა აღარ იყო და „კონტინასაზე“ გააგრძელებს მომზადებას „რომასთან“ მატჩისთვის. „მე თქვენზე მეტად გაბრაზებული ვარ, პირველ რიგში საკუთარ თავზე. ვწუხვარ და ბოდიშს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი ტურის მატჩი ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. „იუვე“ ჟენევაში, „სერვეტს“ ესტუმრა, რომელსაც 3:0 აჯობა. ტურინელებს 27-ე წუთზე შეეძლოთ წინ გასვლა, მაგრამ სტასკოვამ პენალტი ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, 9 წუთში კარუზომ მოახერხა ანგარიშის გახსნა. მეორე ტაიმში ლინა ჰურტიგმა და ვალენტინა ჩერნოიამ 65-ე და …

სრულად წაკითხვა »

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ესპანეთთან – 3 იუვენტინო ძირითადშია

იტალიის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. რობერტო მანჩინის გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია. დონარუმა; დი ლორენცო, ბონუჩი, ბასტონი, ემერსონი; ბარელა, ჟორჟინიო, ვერატი; კიეზა, ბერნარდესკი, ინსინიე როგორც ხედავთ ძირითად შემადგენლობაში „იუვენტუსის“ სამი ფეხბურთელია, ხოლო კიდევ სამი სათადარიგო სკამზეა – ჯორჯო კიელინი, მანუელ ლოკატელი და მოიზე კინი. იტალია – ესპანეთის …

სრულად წაკითხვა »

დიბალა სავარაუდოდ, “რომასთან” მატჩისთვის მზად იქნება

ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალასთან კონტრაქტის განახლება პრაქტიკულად შეთანხმებულია. როგორც უკვე ცნობილია, ფეხბურთელის აგენტმა ტურინი დატოვა და არგენტინაში დაბრუნდა. გარდა ამისა, დიბალას გარშემო მნიშვნელოვანია ის საკითხიც, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს. იტალიური მედიის ცნობით, მისი გამოჯანმრთელების საკითხი კარგად მიმდინარეობს და პაულო სავარაუდოდ, მომდევნო მატჩისთვის მზად იქნება. „იუვე“ სანაკრებო პაუზის შემდეგ 17 ოქტომბერს, …

სრულად წაკითხვა »

დიბალას აგენტმა იტალია დატოვა, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია

ტურინის „იუვენტუსსა“ და პაულო დიბალას შორის კონტრაქტის განახლების საკითხი წარმატებით დახურვასთან ახლოსაა. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა ხორხე ანტუნმა იტალია დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი მისია უკვე შესრულებულია. პაულოსთან ხელშეკრულება 3 წლით, 2025 წლის 30 ივნისამდე განახლდება, ხოლო მისი ხელფასი სეზონში 8 მილიონი ევრო და პლუს ბონუსები იქნება. ახლა იურისტები …

სრულად წაკითხვა »

მანჩინი: “კიეზას შეუძლია კიდევ მოუმატოს, მთავარია სტაბილურობას მიაღწიოს”

იტალიის ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ ერთი ტიტულის მოგებას ეცდება. „სკუადრა აძურას“ მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთთან მატჩამდე ორი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა და მედიის კითხვებს უპასუხა. „ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი სირთულის წინაშე ესპანეთის ნაკრებმა დაგვაყენა. ეს ძლიერი გუნდია კარგი ფეხბურთელებით. შესანიშნავი თამაში იქნება. ისინი …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “გუნდური სულისკვეთება დავიბრუნეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი გამარჯვებით და გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. „ლოკატელი საჯარიმოში კარგად ჩაერთო, მას ბევრი უნარი აქვს მომატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოუმატა და რეჯისტას პოზიციაზე კარგად თამაშობს. ის ძალიან კარგია და ტექნიკას აქვს. კიეზამ კარგად ითამაშა თავდამსხმელის პოზიციაზე, …

სრულად წაკითხვა »

ლოკატელი: “იუვე” წარმოუდგენელი მეგობრების გუნდია”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ტორინოსთან“ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ბედნიერია, განსაკუთრებით მისი ოჯახის გამო, რომელშიც ყველა იუვენტინოა. „გოლის შემდეგ ჯორჯონემ თავი ჩამარტყა და დარწმუნებული ვარ, ხვალ სისხლჩაქცევა მექნება (იცინის). ჩვენ წარმოუდგენელი მეგობრების ჯგუფი ვართ, ძალიან კარგად მიმიღეს და ეს არის ნამდვილი ადამიანების გუნდი, ყველა …

სრულად წაკითხვა »

“ტორინო” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში „დერბი დელა მოლე“ მანუელ ლოკატელის გოლით 1:0 მოიგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით. შჩესნი 6.5 – კიდევ ერთი დამაჯერებელი თამაშ, შიშის გარეშე. ალბათ, ყველაზე ცუდი ნამდვილად წარსულია. დანილო 6 – ბრეკალოს მუდმივად ყურადღებით ეთამაშებოდა. დე ლიხტი 6.5 – კიდევ ერთი ნდობის ლამაზი ნიშანი ალეგრის …

სრულად წაკითხვა »