მთავარი / სიახლეები / აუდერომ კარდიფის ფინალის შესვენებაზე და ბონუჩი-ალეგრის შორის კონფლიქტზე ისაუბრა

აუდერომ კარდიფის ფინალის შესვენებაზე და ბონუჩი-ალეგრის შორის კონფლიქტზე ისაუბრა

გენუის „სამპდორიას“ მეკარემ ემილ აუდერომ, რომელიც „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია და 2016-2017 წლების სეზონში მესამე მეკარეც იყო. ნიჭიერმა იტალიელმა სწორედ ის სეზონი გაიხსენა.

აუდერომ კარდიფის ფინალის შესვენებაზე ცნობილი მოვლენა გაიხსენა, როდესაც თითქოს გასახდელში დანი ალვეშმა და ლეონარდო ბონუჩიმ იხსენეს. ემილის განცხადებით იყო ლაპარაკი, მაგრამ მეტი არაფერი. მანვე, იმავე სეზონში ბონუჩისა და ალეგრის დაპირისპირებაც გაიხსენა.

„ის სეზონი ჩემთვის მშვენიერი იყო და იმ წელს ჩემი დებიუტი შედგა, შესაბამისად, ყოველთვის მემახსოვრება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა კიდევ უფრო კარგად მახსოვს. ჩემი აზრით, ის „იუვე“ ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, ყველა თვალსაზრისით, თუნდაც გასახდელში ერთიანობით. შემდეგ ყოველთვის იყო მცდელობა გუნდის შეცვლის და გაუმჯობესისების, მაგრამ იმ გუნდს რაღაც მეტი ჰქონდა. ფინალის მწარე დასასრულმა ის სეზონი ოდნავ გააფუჭა, მაგრამ შესანიშნავი მოგონებები მაქვს. 20 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყოფნა და 1 კვირით ადრე დებიუტი დაუვიწყარი მოგონებებია. დიახ, კარდიფის ფინალის შესვენებაზე საუბარი იყო, მაგრამ სინამდვილეში ცოტა რამ მოხდა. ეს შესანიშნავი სეზონი იყო, ნამდვილი ჩემპიონებისგან შემდგარი გუნდი და ბევრს ის სეზონი ყოველთვის გონებაში დარჩება.

ბონუჩის და ალეგრის დაპირისპირება? მთავარი ის მახსოვს, რომ „პორტუსთან“ ის თამაში 2:0 მოვიგეთ. პოპულარული გახდა ის ფოტო, რომელშიც ბონუჩი ტრიბუნაზე სკამზე ზის და მეც იქვე ვარ. რამდენიმე დღით ადრე ბონუჩისა და ალეგრის შორის კამათი იყო და კლუბმა გადაწყვიტა ამ მატჩში მას არ ეთამაშა. თუმცა, ალეგრისა და ბონუჩის შორის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა“, – თქვა აუდერომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …