„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩის დასრულების შემდეგ ემოციების მოთოკვა ტურინელთა პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ვერ მოახერხა.
ანტონიო კონტემ პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, როდესაც სტადიონის გვირაბში შედიოდა, “იუვეს” ხელმძღვანელებს შუა თითი უჩვენა და ეს გახდა ანიელის გაცხარების მიზეზი. მან თამაშის დასრულების შემდეგ კონტეს მიაძახა: “ეგ თითი ერთ ადგილას გაიკეთე, ***რო”, – ეს სიტყვები იტალიურმა მედიამ გაშიფრა.
ანტონიო კონტემ მატჩის შემდეგ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა: „მათ სიმართლე უნდა თქვან. ვფიქრობ, მეოთხე მსაჯმა დაინახა და მოისმინა ყველაფერი, რაც მთელი თამაშის განმავლობაში მოხდა. მეტი ზრდილობა, სპორტულობა და პატივისცემაა საჭირო მათ მიმართ, ვინც მუშაობს“.
Eccoloo #JuventusInter #agnelli #coppaitalia https://t.co/h4T6fYKpEB pic.twitter.com/lDKyxDrYAp
— Francesca Iannibelli (@Fra_Iannibelli) February 9, 2021