მთავარი / სიახლეები / სერია A / ანიელი: “მთავარი ჯანმრთელობაა, ეკონომიკური მხარე მეორეხარისხოვანია”

ანიელი: “მთავარი ჯანმრთელობაა, ეკონომიკური მხარე მეორეხარისხოვანია”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ კორონავირუსის გამო მატჩების უმაყურებლოდ ჩატარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

„ჩვენი პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფუნდამენტურია. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ და სამეცნიერო საზოგადოებან გვითხრა, რა შეიძლება გავაკეთოთ და არა არა. ხელისუფლებას ევალებოდა სწორი გადაწყვეტილების მიღება და ეს არის ის, რაც გაკეთდა.

ვიცი, რომ „ინტერის“ პრეზიდენდ ჟანგის პოზიცია იგივეა, რომელიც მე მაქვს. მას დიდი პატივს ვცემ. კორონავირუსის პრობლემა რამდენიმე კვირის წინ ჩემს სახლში განვიხილეთ. თუმცა ეს კლუბების გადასაწყვეტი არაა, არამედ ხელისუფლების და ეს გააკეთეს. ახლა უნდა მივყვეთ იმას, რაც გვითხრეს.

ეკონომიკური საკითხები მეორეხარისხოვანია. ვიცით, რომ ეკონომიკაზე უმაყურებლოდ თამაში ღრმად იმოქმედებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია შეიცვლება და მოგვარდება. იმედი მაქვს, მალე შევძლებთ ნორმალურ ვითარებაში დაბრუნებას და 2021 წელს ოპტიმისტურად ვუყურებ“, – თქვა ანიელიმ.

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი ამის შემდეგ საფეხბურთო საკითხებს შეეხო და ჩემპიონთა ლიგაზე სერია A-დან გამსვლელი ადგილების შესახებ გააკეთა კომენტარი:

„დიდი პატივისცემა მაქვს „ატალანტას“ მიმართ, იმაზე, რასაც აკეთებ, მაგრამ საერთაშორისო ისტორიის გარეშე და დიდი სპორტული შედეგით ჩემპიონთა ლიგაზე კლუბი პირდაპირ ხვდება. ეს სწორია თუ არა?

შემდეგ ვფიქრობ „რომაზე“, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბოლო წლებში სერია A-ს საერთაშორისო რეიტინგზე და ქულები მოუტანა, მას ერთი ცუდი სეზონი ჰქონდა და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. ამან დიდი ეკონომიკური ზარალი მოუტანა. ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ ინვესტიციები და ხარჯები.

ასე „ატალანტას“ მაღალ დონეზე თამაშის ნაკლები შანსი ექნება? ამაზე პასუხი არ მაქვს. მთავარი გამჭირვალე პროცესი. არსებობს გუნდები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ, მოიგეს ჩემპიონატი ან თასი და ჩემპიონთა ლიგის საგზური რომ მიიღოს, მხოლოდ სატურნირო ცხრილს აქვს მნიშვნელობა. საკითხავია, როგორ უნდა გაწონასწორდეს ეს სიტუაცია“, – დასძინა ანიელიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …