ტურინის „იუვეტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მან უკვე მიიღო შეთავაზება და პასუხს ელოდებიან.
„სიამოვნებით ვუსმენდი მის სიტყვებს „იუვენტუსისადმი“ სიყვარულის შესახებ. ჩემს გონებაში ის „იუვეს“ შემდეგი კაპიტანია, მიუხედავად იმისა, რომ სამკლავური უკვე რამდენჯერმე ეკეთა. მან მიიღო შეთავაზება, რაც ევროპაში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცევს. ეს არის ამოსავალი წერტილი, მადლიერების ნიშანი.
ჯერ პასუხი არ მიგვიღია, ძალიან მშვიდად ველოდებით. ეს ცხადყოფს, რომ მის მიმართ სიყვარული საპასუხოა. თუმცა, საუკეთესო პასუხი მან ყოველთვის მოედანზე უნდა გაგვცეს. გვინდა,რომ ის გახდეს მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში ერთ-ერთი. ახლა ასე არ არის და მან ეს იცის.
კარგია, რომ გოლის გატანა პაუზის შემდეგ მოახერხა. პაულო რთული მომენტის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც შეიტყო, რომ კორონავირუსი ჰქონდა“, – თქვა ანიელიმ.