ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ პრესკონფერენცია გამართა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან თქვა, რომ პაულო დიბალა გუნდში რჩება, ხოლო გონსალო იგუაინის ტურინული კარიერა დასრულებულია.
„მინდა, რომ „იუვეში“ ძველი ენთუზიაზმი მოვიზიდო, რომელიც თითქოსდაიაკრგა. აქტიური ფეხბურთი მინდა შემოგთავაზობთ, რომელსაც დიდი ოსტატობით ვითამაშეთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ ბურთი ყოველთვის უნდა ჰქონდეთ და თუ დაიკარგება, სწრაფადვე უნდა დავიბრუნოთ.
არტური კარგი მოთამაშეა, „ბარსელონაში“ და ბრაზილიის ნაკრებში მისით აღფრთოვანებული ვიყავი. ის არის შექმნელი ნახევრმცველი, რომელსაც მრავალ როლში შეუძლია თამაში. სეზონის განმავლობაში ჩვენთვის სასარგებლობი იქნება.
მე არ ვფიქრობ, ერთ ფიქსირებულ სქემაზე. თავის დაცვა 4 კაცით და შეტევა 3 კაცით წარმომიდგენია, მაგრამ სქემას თამაშების მიხედვით შევცვლით. ბიჭებმა იციან, რომ დაკარგული ბურთი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დავიბრუნოთ.
რონალდუს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე სხვებთან ერთად. დიბალა არასდროს ყოფილა პრობლემა, იგი არც ბაზარზე დაგვიყენებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და პროექტის ნაწილია. „ინტერი“ ჩვენზე წინაა? ყველა ჩვენგანი სეზონს ნული ქულით იწყებს და მატჩები სათამაშოა. კორონავირუსმა ყველა გეგმა ჩაშალა, ჩვენ ხალხი ნებისმიერი მოვლენისთვის უნდა მოვამზადოთ.
მე თავიდანვე სიმშვიდეს ვგრძნობდი, ბოლო დრომდე სხვა მხარეს ვიყავი, მაგრამ ბიჭებისთვის უცნაური იყო და ჩემთვის არა, პირველივე დღიდან თავს კარგად ვგრძნობდი. რონალდუს და დიბალას ერთად თამაში შეუძლიათ, მთავარი გუნდისთვის მსხვერპლი გაიღონ.
მე მწვრთნელი ვარ და ნორმალურია, რომ მინდა რამდენიმე ფეხბურთელის დამატება. ამის შესახებ ხელმძღვანელობასთან ვისაუბრე, მაგრამახლა გვარებზე ვერაფერს ვიტყვი.
კონტეს „იუვენტუსი“ სამაგალითო იყო, შესანიშნავი იქნება თი იგივე სულისკვეთებას დავიბრუნებთ.მიზანია სამუშაო კულტურის აღორძიება, რომელიც „იუვენტუსის“ დნმ-ის ნაწილია. ტუდორი? მე ავირჩიე, იმიტომ, რომ მჭირდებოდა გამოცდილი ასისტენტი, რომელსაც მწვრთნელად ჰქონდა ნამუშევარი და მცველი იყო, თანაც იუვენტინოა.
გონსალო იგუაინს ვესაუბრე, მან აქ კარგი პერიოდი გაატარა, მაგრამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კლუბს დატოვებს“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი“ 2022 წლამდე აკავშირებს.