ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ გენუის „სამპდორიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ხვალინდელ თამაშზე და უახლოეს გეგმებზე ისაუბრა.
„სამპდორიასთან“ რთული მატჩი გველის. ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავს რანიერის სახით და მათ კონტრშეტევთან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენ ამ ერთ კვირაში მნიშვნელოვანი საქმე შევასრულეთ ამ მატჩისთვის მოსამზადებლად.
დიბალა ნელ-ნელა გამოჯანმრთელდება, ხოლო დე ლიხტს გარკვეული დრო დასჭირდება. დუგლას კოშტა ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც ბოლო სეზონში ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, ვცდილობთ ის საუკეთესო მდგომარეობაში დავიბრუნოთ. კულუსევსკის შეუძლია ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს, ძალიან ჭკვიანია და სხვადასვა სიტუაციებისთვის ვამზადებთ. ის არის ტრეკვარტისტა, მეორე თავდამსხმელი, რომელსაც ფლანგიდანაც შეუძლია თამაში. მას განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს და თავისი სხეულს ძალიან უვლის, რაც დაეხმარება ნებისმიერ პოზიციაზე თამაშში.
ახალი სეზონი იწყება და ყველას 0 ქულა აქვს. უნდა გვქონდეს სურვილი და სისასტიკე იმ მიზნებისკენ, რომლებიც დავისახეთ. გვინდა, რომ კარგად დავიწყოთ, ვინ კარგად იწყებს უპირატესობა აქვს. კარგია, რომ ფეხბურთელების ნაწილი ეროვნულ ნაკრებებში იყვნენ, ითამაშეს, ტონუსში შევიდნენ და საკმაოდ კარგ მდგომარეობაში დაგვიბრუნდნენ. ჩემი ფეხბურთის იდეა, რომელიც უნდა იყოს აგრესიული და თამაშის ოსტატობით სავსე, მუშაობას ვაგრძელებ. ეჭვი არ მეპარება, დარწმუნებული ვარ, რადგან ჩემპიონებით სავსე გუნდს ვწრთნი.
კულუსევსკი და პელეგრინი ძირითად შემადგენლობაში იქნებიან, რადგან იცნობენ იტალიის ჩემპიონატს, აქამდეც აქ თამაშობდნენ. რაც შეეხება არტურს, ის ლა ლიგიდან მოვიდა შესაბამისად, ცოტა მეტი დრო სჭირდება, როგა გაიგოს როგორც ვარჯიშის ტიპი, ისე ჩემპიონატის. დრო ყველას მიეცემა, არ გავაკეთებთ ნაადრევ დასკვნებს, ისინი ხელმისაწვდომი ფეხბურთელები იქნებიან.
იგუაინმა წასვლის სურვილი გამოხატა და ამიტომ, ურთიერშეთანხმების საფუძველზე ასე გადავწყვიტეთ. ხედირა? ის ჯერ კიდევ არ არის სათამაშოდ მზად, როდესაც დაბრუნდება, ვნახავთ რა უნდა გააკეთოს.
სუარესი? პასპორტის აღებას დიდი დრო სჭირდება, რთული იქნება მისი ტრანსფერი. ველდებით თავდამსხმელს, მაგრამ არ ვჩქარობთ“, – თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სამპდორიას“ შეხვედრა 20 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.